ბელარუსი აქტივისტი, დმიტრი გრინკევიჩი, საქართველოში არ შემოუშვეს

ბელარუსი აქტივისტი, დმიტრი გრინკევიჩი, საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაციას ბელარუსული ოპოზიციური მედია უფლებადამცველ რომან კისლიაკზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც 2021 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და თავშესაფრის მიღებას ელოდება.

ამ დროისთვის გრინკევიჩისთვის ქვეყანაში შემოშვებაზე უარის თქმის მიზეზი უცნობია. კისლიაკის ინფორმაციით, გრინკევიჩი აჭარაში ბელარუსული დიასპორის აქტიური წევრი იყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის პარასკევის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის
შემდეგი სტატიაკარდინალთა კონკლავმა რომის ახალი პაპი აირჩია