ბელარუსი აქტივისტი და ლუკაშენკოს ოპონენტი იგორ ლედნიკი 63 წლის ასაკში, პატიმრობაში გარდაიცვალა

ბელარუსი აქტივისტი და ლუკაშენკოს ოპონენტი იგორ ლედნიკი 63 წლის ასაკში, პატიმრობაში გარდაიცვალა.

ლედნიკი 2022 წლის 12 აპრილს დააკავეს. მას ლუკაშენკოს მიმართ “ცილისმწამებლური განცხადებებში” ადანაშაულებდნენ. 2022 წლის ივლისში სასამართლომ ლედნიკის Facebook გვერდი “ექსტრემისტულ მასალად” ცნო.

მისჯილი ჰქონდა 3 წლიანი პატიმრობა და სასჯელს მოგილევის №15-ე გამასწორებელ კოლონიაში იხდიდა.

პატიმრობაში ლედნიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ჰქონდა გულის პრობლემები და ოპერაციაც დასჭირდა.

ლედნიკი იყო ბელარუსის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პარტია 2020 წლის აქციების დროს, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატებს, მათ შორის სერგეი ტიხანოვსკის უჭერდა მხარს.

სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა.

banner
წინა სტატიაშინავალნია პუტინს: დამიბრუნე შვილი! (video)
შემდეგი სტატიაგთხოვთ გაუგზავნოთ მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი-მაკრონის გუნდის წევრის მიმართვა EU-ს ხელმძღვანელობას