“ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს,” – პრემიერი პატრიარქს იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქს იუბილეს ულოცავს და სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე წერს, რომ უწმინდესმა 40 წლის განმავლობაში საქართველოსთვის ფასდაუდებელი მოღვაწეობა გასწია.

კვირიკაშვილის მილოცვას ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების 85 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მინდა მოვიხარო ქედი მისი უწმინდესობის იმ ფასდაუდებელი და თავდადებული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის 40 წლის განმავლობაში გასწია.

“მისი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი; მისი ქადაგება კი, სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ნამდვილად ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს.

“მინდა ვუსურვო მის უწმინდესობას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს მოღვაწეობა ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.”

banner
წინა სტატიაში7 გასროლა და 1 დაჭრილი მამაკაცი – ორთაჭალაში მომხდარ ინციდენტში დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ
შემდეგი სტატიაპატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით დღეს, საპატრიარქოში ტრადიციული საყოველთაო მიღება არ გაიმართება