“ბედნიერი ურთიერთობა გვქონდა და გვექნება იმ ადამიანების სამწუხაროდ, ვინც ეს სისაძაგლე ჩაიდინა”

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე მომხდართან დაკავშირებით კონკრეტული მოტივის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ სამართალდამცველებს დანაშაულის გამოძიება არ უნდა გაუჭირდეთ.

“გამოძიებამ დამისვა შეკითხვები, განვიხილავ თუ არა რაიმე ვერსიებს, მაგრამ ძალიან მიჭირს რაიმეზე ვიფიქრო. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბედნიერი ურთიერთობა გვქონდა, გვაქვს და გვექნება იმ ადამიანების სამწუხაროდ, ვინც ეს სისაძაგლე ჩაიდინა. ვერანაირ მოტივს ვერ განვიხილავ მათ შორის ვერც შურისძიების, ათას რამეზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი რეალური მიზეზები. მე არ ვიცოდი, რომ ის საფლავზე მიდიოდა, შესაბამისად ისიც არ ვიცი, ვისთან ერთად იყო იქ. ამ დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება პოლიტიკოსი, თუ რიგითი ადამიანი. დღისით მზისით მოხდა ეს საზარელი დანაშაული და ამისი გამოძიება პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს”,- აცხადებს ეკა მიშველაძე.

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. პოლიტიკოსზე თავდასხმა გუშინ გარდაცვლილი ლევან მიქელაძის საფლავზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“იარაღი მიაბჯინეს…თუ პეტრიაშვილის დახმარებას შეეცდებოდა, ესროდნენ”
შემდეგი სტატიაპეტრიაშვილზე თავდასხმის დეტალებს მასთან ერთად მყოფი კახა საკანდელიძე იხსენებს