ბედნიერი ხალხი და დაბოღმილი „ოცნება“ (video)

„ოცნებას“ ხალხი რომ არ უყვარს და შესაბამისად, ხალხისთვის გაკეთებულ კარგ საქმეზე ნერვები რომ ეშლება, ეს ახალი არ არის, მაგრამ ის, რაც ხელისუფლებამ უფრო ზუსტად, სახელისუფლებო მედიამ იკადრა, სრული მარაზმია და ყოველგვარ ზღვარს სცილდება. საქმე კი შემდეგში გახლავთ:

წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ მუნიციპალიტეტის სოფელ ქალაღალში, რომელიც აფხაზეთის ე.წ. საზღვართან მდებარეობს, სამანქანო ხიდი გახსნა. სხვათა შორის, ეს ის ხიდია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, დიდ სტიქიას გაუძლო. ხიდის გახსნაზე „თაიმერიც“ იმყოფებოდა და ჩვენმა ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორი კმაყოფილი იყო ადგილობრივი მოსახლეობა.

აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხიდი სოფლის მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით აღდგა, ანუ ხალხს თავად უნდოდა ეს ხიდი, რადგან სანამ რეაბილიტაცია მოხდებოდა, მოსახლეობა იძულებული იყო, ცენტრამდე მისასვლელად კალოშები და „ვალინკები“ ჩაეცვა.

არაფერს ვიტყვი იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით ამ და მსგავს დასახლებებში, საოკუპაციო ზოლთან ცხოვრება: სულაც რომ ერთი ოჯახი იყოს დარჩენილი, იმ ოჯახის საჭიროებებზე ყველა უნდა ვზრუნავდეთ.იმაზეც არაფერს ვამბობ, რომ სხვა დროს სახელისუფლო მედიას ქალაღალელების პრობლემებით არც კი დაინტერტესებულა.

მოკლედ, დღეს ხალხს იქ მთავარი პრობლემა მოგვარებული აქვს, მით უმეტეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხიდის გახსნაზე განაცხადა, რომ ოქტომბერში 6-კილომეტრიანი გზაც დაიგება.

ერთი სიტყვით, ხიდის გახსნით სოფელ ქალაღალის მოსახლეობა კმაყოფილია. სამაგიეროდ, უკმაყოფილო და უბედური „ოცნება“ და მისი პროპაგანდისტები არიან, რომელთაც ხიდის გახსნაზე ამაზრზენი პასკვილი გამოაცხვეს.

ზოგადად, ნათქვამია, ვირის წიხლი საწყენი არ არისო, ჰოდა, არც ეს პასკვილია საწყენი, მაგრამ ჯერ ერთი, „ოცნებამ“ ან მისმა პროპაგანდისტებმა აქამდე სოფელ ქალაღალის არსებობა თუ იცოდნენ, ახლა ენები რომ წაუგრძელებიათ და ათას სისულელეს როშავენ?
მეორეც, იმის მაგივრად, რომ „ოცნება“ ხალხის გვერდით იდგეს, იმაზეც ვენებს იხსნის, კარგ საქმეს სხვა, ამ შემთხვევაში, წალენჯიხის მერია თუ გააკეთებს.

ამბობენ, ბოღმიანები ფსიქიურად ავადდებიანო. ჰოდა, წალენჯიხის მერია ხალხის გვრდით დგომას გააგრძელებს, თქვენ კი, ბოღმიანებო, გირჩევთ, ფსიქიატრს ახლავე მიმართოთ, ეგებ, თქვენი მდგომარეობა მედიკამენტებმა მაინც შეამუსუბუქოს, თან წეღანდელი თქმისა არ იყოს, გაითვალისიწნეთ, რომ ვირის წიხლი საწყენი არ არის.
ახლა თავად გადაწყვიტეთ – სახედრის როლის მორგება გირჩევიათ თუ ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე მყოფის?!

წყლისა და ქარის მიერ წაღებული ხიდები და ბეტონის ასფალტის (რა თქმა უნდა თქვენ მიერ დაგებული) ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს….
ახლა გთავზობთ ქალაღალიდან “თაიმერის” მიერ გადაღებულ ვიდეომასალას.

 

banner
წინა სტატიაშიჰერმან საბო – პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმდენად უაზრო პროცესია, „ქართულმა ოცნებამაც“ იცის, რომ არაფერი გამოვა, არაფერი შეიცვლება, პირიქით, სალომე ზურაბიშვილს უფრო თბილად დახვდებიან ევროპაში
შემდეგი სტატიადანილოვი – უკრაინულ რაკეტებს და უპილოტო საფრენ აპარატებს სამიზნეს განადგურება 1 000-1 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ