ბედნიერების მინისტრი საქმიანობას შეუდგა

ბედნიერების მინისტრი საქმიანობას შეუდგა

15 (1)არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ბედნიერების და ტოლერანტობის მინისტრები გამოჩნდნენ – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ ალ-მაკტუმ დაწერა საკუთარ “ტვიტერ” გვერდზე.
ორივე პოსტზე ქალები დაინიშნენ – ტოლერანტულობაზე პასუხისმგებელია ლიბნა ალ-კასიმი, ბედნიერებაზე კი უხუდ აპ-რუმი. “ძმასთან, მოჰამედ ბენ ზაიდთან კონსულტაციის შემდეგ და პრეზიდენტის ნებართვით, ჩვენ ახალი მინისტრთა კაბინეტი შევქმენით. ის მობილიზებული იქნება მომავალზე, ახალგაზრდობაზე, ბედნიერებაზე, განათლებაზე და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაზე”- დაწერა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ბედნიერება – ეს არა მხოლოდ სურვილია. ამისათვის შეიქმნება გეგმები და დაიწერება პროგრამები, რომელსაც სხვა მინსიტრები განახორციელებენ.

ახალი პოსტების შექმნის შესახებ ანონსი 8 თებერვალს გავიდა.
ბედნიერების მინისტრმა საზოგადოება “უფრო ბედნიერი” უნდა გახადოს – ასეთია მისი დანიშნულება.

banner
წინა სტატიაში“არ ვიცი დამკვეთი ვინ არის”- გიგლა აგულაშვილი ციხისძირში ხეების გადარგვას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიასტამბულში ორ პრო-სამთავრობო რედაქციას დაესხნენ თავს