ბეჭდის დასმაა, რომ ოცნებას NATO-ში გაწევრიანებაზე ხელი აქვს აღებული – კანდელაკი ღარიბაშვილზე

“ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება არა უბრალოდ ოკუპაციის წახალისებაა, არამედ კონტექსტის გათვალისწინებით, ეს არის ბეჭდის დასმა იმაზე, რომ ქართულ ოცნებას NATO-ში გაწევრიანების პოლიტიკურ საკითხზე თავად აქვს ხელი აღებული. NATO-ში გაწევრიანებას დღეიდან საქართველო ოფიციალურად აღარ ესწრაფვის, ეს არის ღარიბაშვილის თავზარდამცემი განცხადების შინაარსი და მნიშვნელობა.” – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ “ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი”.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ 35 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა
შემდეგი სტატიათქვენ – ხალხს გაქვთ ძალა, რომ განსაზღვროთ საკუთარი ქვეყნის ბედი – კრამონი აქციაზე