“ბებო, შენს ნაცვლად ვდგავარ აქციაზე” – მსვლელობას მათე დევიძის ბებია შეუერთდა

“ერთად სინათლის საძიებლად” – მოქალაქეები მათე დევიძის მხარდასაჭერი მსვლელობისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იკრიბებიან.

სინდისის პატიმარი, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციამ ერთი წლის წინ დააკავა.
აქციას შეუერთდა 21 წლის მუსიკოსის ბებიაც. მისი თქმით, ის არ დანებდება და აქციაზე დაკავებული შვილიშვილის ნაცვლად იდგება.

“დღევანდელ დღეს ჩემთვის იყო ძალიან ძნელი აქ ჩამოსვლა, მათეს ვეტყვი ბიჭებს, ყველას მივმართავ, რომ კარგად იყვნენ, გამძლეობა ჰქონდეთ, მოთმინება ჰქონდეთ. არალეგიტიმურმა მთავრობამ გამოკეტა ეს საუკეთესო ბიჭები, მცოდნე ბიჭები მოიშორეს თავიდან და ვეტყოდი, რომ მხნეობა და გამძლეობა ჰქონდეთ, კარგად იყვნენ.

2 თვეა არ მინახია, მათე, გენაცვალოს ბებო, სიტყვები აღარ მყოფნის, ჩამოვედი, ჩემთვის ძალიან ძნელი იყო აქ ჩამოსვლა, დღევანდელ დღეს დაიჭირეს და ძალიან გამწარებული ვიყავი ერთი წლის წინ, ახლაც გამწარებული ვარ, მაგრამ არ დავნებდებით. მათე, შენ ადგილზე ვდგევარ აქ, არასდროს არ დავნებდები, სანამ ამ ბიჭებს არ გაათავისუფლებენ, მე ყოველთვის მოვალ,” – ამბობს სინდისის პატიმრის ბებია.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია ევროკავშირში „სამხედრო შენგენის“ შექმნის იდეით გამოდის
შემდეგი სტატია“ეს იყო საშინელი გადაწყვეტილება…ისეთ რამეს გაიგებენ, ჯერ რომ არ გაუგიათ” – ბუტა რობაქიძის მამა