ბებიის მძევლად აყვანისთვის, შვილიშვილს 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ბებიის მძევლად აყვანის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა – ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

საუბარია კაცზე, ვინც გამოძიების მტკიცებით, “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა მძევლად აიყვანა მისი ბებია და მოკვლის მუქარით საზღვარგარეთ მყოფი მეუღლის მასთან მიყვანას ითხოვდა”.

სამართალდამცველებმა დროული და ეფექტური ჩარევის შედეგად დაზარალებული უვნებლად გაათავისუფლეს, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით (მძევლად ხელში ჩაგდება, დაზარალებულის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ბრალდებულის შერაცხადობის დადგენის მიზნით ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა” – წერს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაში73 წლის ნორა ცინცაძის საქმის განხილვა 12 იანვრამდე გადაიდო – “ტროტუარის საქმე”
შემდეგი სტატიაევროკავშირში აშშ-ის ელჩი ბრიუსელს ამერიკული კომპანიების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს