ბებერი ბოძების ქვეყანა!

15107332_680503488776508_3098201831840441217_nსენაკის რაიონის სოფლებში ელექტროენერგიის შეზღუდვით მიწოდებას, რაც უკვე რამდენიმე თვეა გრძლდება, ჟურნალისტი კახაბერ ადამია ,,ენერგოპრო ჯორჯიას,, მიერ ინფრასტრუქტურის გაუმართავობით ხსნის და სოციალურ ქსელში იგავით ეხმიანება.

ბებერი ბოძების ქვეყანა!
ზოგისთვის ავად და ზოგისთვის კეთილად მოსაგონარ საბჭოთა დროში, მთასა და ბარში, ქალაქსა და თუ სოფელად, იდგნენ ამაყად მაღალი ტანის, მაღალი ძაბვის გუდრონით გაჟღენთილი ხის ბოძები, რომლებიც მზესა თუ წვიმაში, ქარსა თუ თოვლში ,,ილიჩის ნათურებისკენ,, მიმავალ ენერგიას საკუთარ მხრებზე ატარებდნენ…
დიდხანს იმუშავეს, თავიანთი ვალი პირნათლად მოიხადეს და საბჭოთა ეპოქასთან ერთად ისინიც პენსიაზე გავიდნენ… თუმცა იმის გამო, რომ საბჭოთა ტყვეობდან ახლადთავდახსნილ დამოუკიდებელ ქვეყანას უჭირდა, ბებერმა ბოძებმა კვლავ განაგრძნეს თავიანთი მოვალეობის შესრულება იმ იმედით, რომ მალე მათ ღირსეულად დაასვენებდნენ და მათ ადგილს მომავალი თაობა – ბეტონის ბოძები დაიკავებდნენ…
სულ რაღაც ორი წელიც არ იყო გასული და დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში დადგა დრო ბნელისა და უკუნისა -შევარდნაძისეულ წყვდიადად წოდებული, რომელ დროშიც ჭარმაგ ვალმოხდილ ბოძებს არამცთუ შემცვლელები მოუძებნეს, არამედ საერთოდ უფუნქციოდ მიატოვეს…. მათ ხელთ ამაოდ ეპყრათ ლითონის ხაზები, რომელთა ძარღვებში ელექტროენერგია არ ჩქეფდა და მხოლოდ მავთულზე ჩამომჯდარი ჩიტები თუ გაუთბობდათ ბებერი მერქნის გულს. ეს წყვდიადი 12 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა… და დადგა ,,ნათელი,, რომელიც ცნობილი გამონათქვამის მიხედვით ,,ყოველთვის მოსდევს ბნელს,, და განათდა ქვეყანა ,,წმინდა ენერგომამების,, მეცადინეობით… თუმცა ბებერი ბოძები ამჯერადაც დამსახურებულ პენსიაზე არავის გაუშვია, ისინი ,,უფეშქაშეს,, უცხო ტომისა და ჯიშის ორგანოს (რომლის სახელიც ,,ენერგიული პროჭების,, ასოციაციას იწვევს) იმ პირობით, რომ მათ დიდხანს არ ამუშავებენ და მოკლე ხანში სწორედ რომ ახალი თაობის ბეტონის ანალოგებით ჩაანაცვლებდნენ. მას შემდეგ სულ ცოტა 10 წელი გავიდა… მაგრამ ბებერ ბოძებს უჯიშოები დღესაც იძულებით ამუშავებენ… ბევრი მათგანი წელში გადატყდა… მოიხარა… ბევრმა დაიჩოქა, მაგრამ მაინც არ ეშვებიან…. როდესაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ბოძებს მავთულები უჭირავთ, ჩვენი უკუღმართი ქვეყნის უკუღმართი ,,პროები,, ბებერ ბოძებს წამოწოლის საშუალებასაც არ აძლევენ და ღონემიხდილები მავთულებზე ყავთ დაკიდებული.
(იგავი დაწერილია პროტესტის ნიშნად იმ ენერგოკომანიის მიმართ, რომელიც სენაკის რაიონში შემს მშობლიურ სოფელ ეკს – 2 თვეა ელექტროენერგიას არ აწვდის.
სანამ ბებერი ბოძებიდან – ბებერ ბოზების იგავზე გადავალ… სასწრაფოდ გამოასწორეთ ის, რაც გამოსასწორებელია!-წერს ჟურნალისტი კახაბერ ადამია.

banner
წინა სტატიაშიევროპაში გაითიშა Google-ის სისტემა
შემდეგი სტატია(video) GDS დაიხურება – ელისო კილაძე მედიაში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებს აანონსებს