14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

BBC: უნგრეთის არჩევნებში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა

BBC-ის ინფორმაციით, უნგრეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

გამოცემის ცნობით, საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთ საათზე მეტი დრო რჩება და აქტივობამ 17:00 საათისთვის 74.23%-ს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2002 წელს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 73.51%-ს, უკვე გადააჭარბა.

მმართველი პარტია „ფიდესის“ ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მდიარმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდეს.

„ბევრი ადამიანი მიდის არჩევნებზე. თუ გვინდა უნგრეთის უსაფრთხოების დაცვა, არცერთი პატრიოტი არ უნდა დარჩეს სახლში“, – განაცხადა ორბანმა.

პიტერ მადიარის თქმით, ყოველი ხმა შეიძლება გადამწყვეტი იყოს.

„ახლა ყველაფერი უნდა გავიღოთ, რაც შეგვიძლია! მიეცით ხმა და წაახალისეთ ყველა, ეს გააკეთონ. ყოველი ხმა შეიძლება გადამწყვეტი იყოს!“ – განაცხადა „ტისას“ ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიორბანი: თუ არჩევნების შესაძლებლობას ვერ გამოვიყენებთ, ომის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით
შემდეგი სტატიატრამპის განცხადებით, NATO ჰორმუზის სრუტის გაწმენდაში დახმარებაზე თანახმაა