14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

BBC: უკრაინის წინააღმდეგ ომში ბაშკირეთისა და თათრეთის რესპუბლიკებიდან დანაკარგებმა ავღანეთის ომში სსრკ-ის სრულ დანაკარგებს გადააჭარბა

უკრაინის წინააღმდეგ ომში ბაშკირეთისა და თათრეთის რესპუბლიკებიდან დანაკარგებმა ავღანეთის ომში სსრკ-ის სრულ დანაკარგებს გადააჭარბა,_ ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის დადასტურებულია 216 205 ლიკვიდირებული სამხედროს ვინაობა, ამასთან, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სიას კიდევ 4600 ადამიანი დაემატა.

მხოლოდ ბაშკირეთში დაფიქსირებულია 9500-ზე მეტი დაღუპული, ხოლო თათრეთში — დაახლოებით 8000. ჯამში ეს მაჩვენებელი 20%-ით აღემატება ავღანეთში საბჭოთა კავშირის ოფიციალურ დანაკარგებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
შემდეგი სტატია“ეხო კავკაზა” დაიხურა