BBC: ტრამპი ფლორიდაში იმარჯვებს, კლინტონს მოგების მცირე შანსი აქვს

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გაიმარჯვა. “ეიბისის” მონაცემებით, ტრამპმა ხმების 49% აიღო, ჰილარი კლინტონმა კი – 48%.
ფლორიდა აშშ-ს ყველაზე მჭიდროდდასახლებული ადგილია. აქ გამარჯვება ერთიანად 29 ამომრჩევლის ხმის მიღებას ნიშნავს, რაც კოლეგიის 10%-ზე მეტს ნიშნავს, რომელთა ხმებიც საჭიროა საბოლოო შედეგისათვის.
სხვადასხვა პროგნოზები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპი ლიდერობს სხვა შტატებიც. “ეიბისის” მონაცემებით ტრამპს მიმდინარე მომენტში ამომრჩეველთა კომისიის 244 ხმა აქვს. New York Times-ის მიხედვით კი – 222 ხმა, კლინტონის 209 ხმის წინააღმდეგ.
New York Times-ის შეფასებით, ტრამპის გამარჯვების შანსი 95%-ია. გამოცემის ვარაუდით, რესპუბლიკელი მილიარდელი ამომრჩეველთა კოლეგიის 300 ხმას მიიღებს, გამარჯვებისთვის კი, საჭიროა 270 ხმა.
გუშინ აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე საათში იქნება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : ახალ ადმინისტრაციებს ამერიკასა და საქართველოში ექნებათ დიდი სივრცე, რათა განვავითაროთ ურთიერთობები
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა აშშ-ში დოლარი და ფინანსური ბაზრები ჩამოშალა