BBC – თალიბებმა ავღანურ სამხედრო ბაზაზე 140 ადამიანი მოკლეს

მოძრაობა თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მაზარ-ი-შარიფის გარეუბანში სულ მცირე, 140 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელები სამთავრობო არმიის ფორმაში იყვნენ გადაცმულნი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან არიან დაჭრილებიც.ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ჯარისკაცები პარასკევის ლოცვის შემდეგ, მეჩეთიდან გამოდიოდნენ.

თავდამსხმელებმა სასადილოში მყოფი ჯარისკაცებიც დაცხრილეს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია დაახლოებით ათი თალიბიც.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) რუსმა ტელე-წამყვანმა უკრაინელ სტუმარს ერთი ვედრო სიმბოლური ფეკალიები მიუტანა
შემდეგი სტატია(video) საქართველოს მოქალაქეს აფხაზეთის მოქალაქეობას მხოლოდ პრეზიდენტი მისცემს