“ოცნება” BBC-სგან ბოდიშს ელოდება – ამის შესახებ დღეს დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების მხრიდან “ერთი მუჭა “ენჯეოებზე” დაყრდნობა არ უნდა მოხდეს და ქართველ ხალხს უნდა სცენ პატივი”.
“პირველ რიგში, BBC-სგან ბოდიშს ველოდებით, ხოლო ევროკავშირისგან დემოკრატიის პატივისცემას და იმ ღირებულებებზე დაბრუნებას, რის გარშემოც ეს გაერთიანება შეიქმნა. მათი მხრიდან ერთი მუჭა “ენჯეოებზე” დაყრდნობა [არ უნდა მოხდეს], მათგან ქართველი ხალხის პატივისცემას ველოდებით. არ ვიცი, მათი მხრიდან ეს ნაბიჯები რამდენად იქნება გადადგმული, რადგან ბოლო რამდენიმე არჩევნების შემდეგ იგნორირება და ფეხქვეშ გათელვა იყო, რაც ევროკავშირისგან დავინახეთ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ევროკავშირში საღი აზრი გაიმარჯვებს, რაც ჩვენთვის და მათთვის ხელსაყრელი იქნება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე დებატებისთვის ემზადება. ბრიუსელმა დღეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებისი შესაძლო გამოყენებაზე უნდა იმსჯელოს.
“ქართული ოცნების” გამოძიებას ევროკავშირის ნდობა არ აქვს – ამბობენ ევროდეპუტატები. დებატები თბილისის დროით დაახლოებით 16:00 საათზე გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.














