BBC: როგორო არ ვეჩხუბოთ ახლობლებს დღესასწაულებზე – 10 რჩევა

რამდენიმე ხნის წინ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ საახალწლო დღესასწაულების პერიოდი ყველაზე დაძაბული დროა, როცა ძალიან ცოტა ვინემ თუ ინარჩუნებს ოჯახში სიმშვიდეს. სოციოლოგების შეფასებით, შობის დღეებში, საშუალოსტატისტიკური ბრიტანელის ოჯახში მინიმუმ ხუთჯერ მაინც ხდება ჩხუბი. ამავე დროს, კონფლიქტების პრევენცია სრულიად შესრულებადი ამოცანაა – თვლიან მეცნიერები და რამდენიმე რჩევას გვთავაზობენ.

1. მსუბუქად მოიხმარეთ ალკოჰოლი;

2. ერთად მოამზადეთ სადღესასწაულო სადილი – ეს ძალიან მძიმე შრომაა, რომელიც სრულ გამოფიტვას იწვევს, თუკი მას მხოლოდ ერთი ადამიანი აკეთებს. გადაანაწილეთ მოვალეობები და ყოველ კერძს პასუხისმგებელი პირი დაუნიშნეთ. გარდა ამისა, ვიღაცას დაავალეთ თეფშებზე იზრუნოს, ვიღაცას – დესერტებზე და სხვა.

3. საჩუქრებითვის ბიუჯეტი წინასწარ განსაზღვრეთ – იმის გათვალისწინებით, რომ დღესასწაულებამდე და დღესასწაულების დღეებში ბევრი ფინანსები გეხარჯებათ, რაც სტრესის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს, გონივრული იქნება საჩუქრის ბიუჯეტზე წინასწარ მოილაპარაკოთ. თუკი საჩუქრების ფული ყველასთვის მაინც არ გეყოთ, დაამზადეთ ის თქვენ თვითონ – მეცნიერები გვირჩევენ.

4. მადლობა გადაიხადეთ საჩუქრის მიღების შემდეგ. არა აქვს მნიშვნელობა როგორი იყო ის. უბრალოდ, გაიღიმეთ და თქვით: “ეს ზუსტად ის არის, მე რომ მინდოდა”.

5. დრო გამონახეთ და დღე დაიძინეთ – თუკი დაიღალეთ და არ დაიძინებთ, მთელი საღამო იქნებით მოწყენილი და გაღიზიანებული.

6. იყავით ფერია ან კეთილი ჯადოქარი – გააკეთეთ რამე სასარგებლო: ვინმეს სადმე გაყვანა შესთავაზეთ, ან ძაღლი გაასეირნეთ, ბავშვები გაასეირნეთ, ტახტები გადააჩოჩეთ – როცა ვინმეს ეხმარებით, თქვენ მას სიხარულს ჩუქნით.

7. ისწავლეთ ყურადღება არ მიაქციოთ იმას, რაც არ არის მნიშვნელოვანი. გააანალიზეთ თქვენი ჩხუბის მიზეზი. მართლა ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის კარტოფილის მაგიდასთან მიტანა ან ის, თუ რას აჩვენებენ ახლა ტელევიზორში?

8. ღრმად ჩაისუნთქეთ – თუკი საქმეები არასახარბიელოდ მიდის, დროა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ. ჟანგბადი და მზის სხივი სეროტონინს, სიხარულის ჰორმონებს ზრდიან. თუკი ქუჩაში ვერ გადიხართ, მოიმზადეთ ერთი ჭიქა ჩაი და შეეცადეთ რამდენიმე წუთი მარტო დარჩეთ.

9. თამაშს ძალიან სერიოზულად ნუ აღიქვამთ – მაგიდის თამაშები ან ბანქოს თამაში ცუდი გასართობი არ არის, მაგრამ შედეგებს ძალიან სერიოზულად ნუ მიიღებთ.

10. გაიხსენებთ ისინი, ვისაც ახლა ძალიან უჭირს. საქველმოქმედო ორგანიზაცია Samaritans-ის კვლევებით, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი თავს დეპრესიულად გრძნობს იმის გამო, რომ საზოგადოება მისგან ბედნიერ და მხიარულ განწყობას ითხოვს. იყავით ყურადღებიანი და მომთმენი და თუკი თქვენს გვერდით ნახავთ ადამიანს, რომლსაც დახმარება სჭირდება, ნუ დაზარდებით მათ და დაეხმარეთ – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ეკლესიის მეთაურმა აღიარა, რომ “კგბ”-სთან თანამშრომლობდა
შემდეგი სტატიაგამოძიების უცნაური მეთოდები:”თქვენ მოკალით ზვიად გამსახურდია?”