21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

BBC: ქალაქ ტვიროსზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის მიერ ლიბანის ქალაქ ტვიროსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ლიბანის ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაშავებულია 32 ადამიანი და ნანგრევების გაწმენდის სამუშაოები გრძელდება.

BBC-ი წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ სამხრეთ ლიბანზე საჰაერო დარტყმებს, მას შემდეგ, რაც ირანმა გუშინ ქვეყანას თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდა და წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი რეაგირებით დაიმუქრა.

სამხრეთ ქალაქ ტვიროსზე თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ევაკუაციის შესახებ გაფრთხილებების გაცემიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშითიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი: „გამოძიებობანას“, სახლობანას თამაშობენ