BBC: პუტინის მეგობრების საეჭვო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტები გამოქვეყნდა

r1კომერციულ ბანკ „რასსიას“ ფულის გასათეთრებლად იყენებდნენ, რომელშიც სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ძალიან ახლობლები მონაწილეობდნენ – საუბარია ჟურნალისტ-გამომძიებლების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში, რომლებიც პანამური იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-დან გამოჟონილ მასალებზე დაყრდნობით ვრცელდება. კომპანია Mossack Fonseca ხშირ შემთხვევაში თავის კლიენტებს ფულის გათეთრებაში და სხვადასხვა სანქციებისათვის გვერდის ავლაში ეხმარებოდა – ამტკიცებენ ჟურნალისტები.

მასალები 72 მოქმედ ან ყოფილ სახელმწიფოს მეთაურს ეხება.
ერთ-ერთი მათგანია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი, რომელიც ფულის გათეთრების საკითხებშია სპეციალიზირებული, სამეფო ადვოკატი ენდრიუ მიტჩელი, „ბიბისისთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში ბევრ გამოგონილ ელემენტს ამჩნევს და მათში ვერ ხედავს ჩვეულ კომერციულ ლოგიკას.
ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, კომპანია Sandalwood Continental-მა ერთ დოლარად იყიდა აქტივები, რომელიც შემდეგ სამ თვეში 133 მილიონ დოლარად გაყიდა.
Sandalwood Continental-მა ასევე თანხები მიიღო ბანკისგან, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის – საუბარია 800 მილიონ დოლარზე. დოკუმენტებში არ არის იმის მტკიცებულება, რომ კომპანიამ ბანკს რაიმე სახის გარანტია ან თანხის გადახდის დამამტკიცებელი საბუთი მისცა.
ტომ კიტინგი ფინანსური დანაშაულებებისა და უსაფრთხოების ცენტრ „პანომარეს“ წარმომადგენელი, ამბობს, რომ ტრანზაქციები ფულის გათეთრების ნიშნებს ატარებენ და ამიტომ, მისი გამოძიება აუცილებელია.
„ყველაფერი, რაც ვნახე, მაიძულებს ვთქვა: მოიცა! ჩვენ ყველაფერი, რაც ხდებოდა, დაწვრილებით უნდა გამოვიძიოთ. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ის კრედიტებია, რომელიც ცხადი კომპენსაციის გარეშე ჩამოიწერა ერთი დოლარის ოდენობით, თუ ეს ის კრედიტებია, რომლებმაც რამდენიმე ხელი გამოიარა არარსებული მიზეზის გამო“ – განაცხადა ტომ კიტინგმა.

r2
დოკუმენტების მიხედვით, International Media Overseas და Sonnette Overseas
ოფიციალურად სერგეი როლდუგინს ეკუთვნის. ის ცნობილია როგორც ვლადიმირ პუტინის ბავშვობის მეგობარი და პრეზიდენტის ერთ-ერთი შვილის ნათლია. წიგნში პუტინის შესახებ „პირველი პირიდან“ აღწერილია მისი ნაცნობობა და მეგობრობა რუსეთის მომავალ პრეზიდენტთან.
ICIJ-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, როლდუგინის კომპანიების შემოსავალი, ექსპერტების მიერ საეჭვოდ მიჩნეული ოპერაციების შემდეგ, რამდნეიმე მილიონი დოლარია. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი კომპანიის დოკუმენტებში, რომელსაც მუსიკოსი ფლობს, მითითებულია, რომ ის დაფუძნებულია იმისათვის, რომ საბოლოო მფლობელის „პირადულობა და კონფიდენციალურობა“ დაიცვას.
ვიოლანჩელისტი ადრე რეპორტიორებს ეუბნებოდა, რომ ის არ არის ბიზნესმენი. მისი ოფშორულ ზონაში მონაწილეობა იმის ეჭვს ბადებს, რომ ვიღაც სხვას შეეძლო მისი კომპანიის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება.
2011 წლის დასაწყისში კომპანია Sandalwood Continental-მა, რომელიც ბრიტანეთის კუნძულებზეა დარეგისტრირებული, კომპანია Horwich Trading-ს, რომელიც კვიპროსზეა დარეგისტრირებული, 200 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო.
მეორე დღეს Sandalwood-მა ერთ დოლარად გადასცა ბრიტანეთის ვირჯინიის ჯუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანია Ove Financial Corp კრედიტის ერთ დოლარად გადახდის უფლება.
იმავე დღეს Ove Financial Corp-მა იგივე უფლებები პანამურ კომპანია International Media Overseas-ს, რომელიც სერგეი როლდუგინს ეკუთვნის, ერთ დოლარად მისცა.
მხოლოდდამხოლოდ საპროცენტო გადასახადი აღნიშნულ კრედიტზე, წელიწადში 8 მილიონს შეადგენდა.
გამოძიების მონაცემებით, Sandalwood Continental-ი ბანკი „რასსიას“ დაარსებულია, რომელსაც აშშ-ს მთავრობა „რუსი ჩინოვნიკების პირად ბანკს“ უწოდებს. კომპანია Sandalwood Continental-ის მფლობელი ცნობილი არ არის.
„200 მილიონი დოლარის გაცემის კომერციული საფუძველი არ არსებობს მაშინ, როცა ყოველწლიურ 8 მილიონში ერთ დოლარს იღებ“ – განაცხადა „ბიბისისთან“ ინტერვიუში სამეფო ადვოკატმა ენდრიუ მიტჩელმა.

r3
ეს მხოლოდ ერთ-ერთი გარიგებათაგანია, რომელიც რუსულ კომპანიებს უკავშირდება და რომელმაც ეჭვი აღძრა ექსპერტებში.
სულ Mossack Fonseca-ს დოკუმენტებში მსგავსი შემთხვევის რამდენიმე ათეული მაგალითია მოყვანილი – სულ 2 მილიარდი დოლარის ფარგლებში.
მაგალითად, 2007 წელს International Media Overseas-მა 6 მილიონი დოლარის კრედიტი აიღო, რომელიც მას სამ თვეში ერთ დოლარად ჩამოეწერა.
კომპანიამ ექსპერტების ყურადღება ასევე ფასიანი ქაღალდების გაყიდვის კუთხით მიიპყრო. International Media Overseas-მა ბროკერს ქაღალდები მიყიდა, მეორე დღეს კი იგივე აქციები უფრო დაბალი ფასით შეისყიდა.
International Media Overseas-მა ასევე გამოიმუშავა ფული ფასიან ქაღალდების გაყიდვით, რომელიც გაყიდვამდე უქმდებოდა. კომპანია ამ შემთხვევაში კომპენსაციას იღებდა. შეთანხმების და მისი შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებები ერთდროულად იდებოდა.
„ეს ბიზნესი არ არის. ეს ბიზნესის სახის მიღებაა იმისათვის რომ მუდმივად გადაადგილდეს და დაიფაროს აქტივები“ – ამბობს ენდრიუ მიტჩელი.
International Media Overseas-ისათვის ანრაგიში როლდუგინმა ერთ-ერთ შვეიცარიულ ბანკში გახსნა. ანგარიშის გახსნისას კლიენტს დაუსვეს შეკითხვა „იცნობს თუ არა ის პოლიტიკურად ცნობილ ადამიანებს“, რომელზეც როლდუგინმა უარყოფითად უპასუხა.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც რუსეთს უკავშირდება, ICIJ-ის მასალების მიხედვით, Sonnette Overseas-აა, რომელიც საავტომობილო კომპანია КамАЗ-ის აქციების ყიდვის არალოგიკურ სქემებში მონაწილეობდა.
2008 წელს Sonnette ოფშორული კომპანიის კონსორციუმში შევიდა, რომელმაც მიიღო უფლება КамАЗ-ის აქციების 27% 100 ათას დოლარად შეეძინა. ამასთანავე, გერმანული კორპორაცია Daimler-ი იმავე წელს КамАЗ-ის აქციების 10%-ში 250 მილიონ დოლარს იხდის.
უფლება ჯერ კიდევ არ იყო რეალიზებული, რომ დოკუმენტების თანახმად, მან კონსორციუმს აქციონერების შეკრების უფლება მისცა, ასევე უფლება დივიდენტების მიღების შესახებ.
სხვა კომპანია Sunbarn-ი, იმ 5 ოფშორულ კომპანიათა სიაში შევიდა, რომლებმაც 2009 წელს ავტოვაზის აქციების 20%-ის ყიდვის უფლება 50 ათასად მიიღეს. თანხა ძალიან დაბალია – ორი წლით ადრე ფრანგულმა Renault-მა ავტოვაზის აქციების 25% 1 მილიარდად იყიდა.
როგორც ICIJ-ის დოკუმენტებშია მოცემული, კომპანია Sandalwood Continental-მა „რუსული კომერციული ბანკი კვიპროსისგან“ 600 მილიონი დოლარის კრედიტი მიიღო. ამ პერიოდში ბანკის მფლობელი რუსული ВТБ ბანკი იყო.
ICIJ-ის ვარაუდით, აღნიშნული 600 მილონი სხვა ოფშორულ კომპანიებს გადაეცათ. ერთ-ერთი მათგანი სანკტ-პეტერბურგთან არსებულ სამთო-სათხილამურო კურორტ „იგორს“ ფლობს.

r5
პუტინი 2006 წელს კურორტის გახსნას ესწრებოდა. 2013 წელს კი ამავე კურორტზე კატარინა ტიხონოვას – ფონდ „ინოპრაქტიკას“ დირექტორის ქორწილი შედგა, რომელსაც სააგენტო „როიტერსი“ ვლადიმირ პუტინის უმცროს ქალიშვილს უწოდებს (რუსეთის პრეზიდენტი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს).
კომპანია, რომელმაც ფული მიიღო, ახლა ბანკ „რასსიას“ უმსხვილეს აქციონერ იური კოვალჩუკს ეკუთვნის, რომელსაც პუტინის ერთ-ერთ კასირს უწოდებენ, ასევე აშშ-მ ის სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
კოვალჩუკის ადვოკატმა განაცხადა, რომ მას არ ესმის რატომ უსმევენ მის კლიენტს შეკითხვება მაშინ, როცა ბანკ „რასსიაზე“ ინფორმაცია საჯარო, ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
კომპანია Sunbarn-მა ბიზნესმენ არკადი როტენბერგის კომპანიისგან 231 მილიონი დოლარის კრედიტი მიიღო (ბიზნესმენი პუტინის ძველი მეგობარია). იმის დამამტკიცებელი საბუეთები, რომ კომპანიამ ვალი გადაიხადა, არ იძებნება. კრედიტის გაცემამდე რამდენიმე ხნით ადრე როტენბერგის “Стройгазмонтаж”-მა ქვეყანაში უმსხვილესი ტენდერი მოიგო – გაზსადენი „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობა.
ჯერ კიდევ პროგრამის გასაჯაროვებამდე ერთი კვირით ადრე, ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მედია ე.წ. საინფორმაციო შეტევის შესახებ გააფრთხილა, რომელიც პუტინსა და მის გარემოცვაზე განხორციელდებოდა.
„ცხადია, როგორც უკვე ხვდებით, საუბარია პუტინზე პირადად, საუბარია მის ოჯახზე, მისი ბავშვობის მეგობრებზე, ბიზნესმენებზე, რომელთა შორის არიან კოვალჩუკი, როტენბერგი და სხვები, საუბარია რაღაც ოფშორულ კომპანიებზე, ბიზნესმენების დიდ რაოდენობაზე, რომელიც პუტინს თვალითაც არ უნახავს“ – განაცხადა პესკოვმა.
ზოგიერთმა რუსმა დეპუტატმა, ICIJ-ის მასალების გამოქვეყნებამდე კომენტირებისას განაცხადა, რომ ისინი გამოძიებაში ხედავენ რუსეთში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობას, რომ მსოფლიოში მისი პოზიცია შეასუსტონ. პარტია „ედინაია რასსიამ“ კი გამოძიების მასალები რუსეთში მიმდინარე წელს დანიშნულ არჩევნებს დაუკავშირა.

r4
„ბიბისის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიება საერთო საზოგადოებრივ ხასიათს ატარებს და ჩატარდა აბსოლუტურად ობიექტურად. გამოცემის თანახმად, ICIJ-ის დოკუმენტები ბევრმა დამოუკიდებელმა და ნდობით აღჭურვილმა ექსპერტმა გააანალიზა.
„ბიბისის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ICIJ-ის მასალები მსოფლიოში 107 მედიასაშუალებას გადაეცა.
ICIJ-ის მასალები ასევე ეხებათ:
– უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს,
– ბრიტანეთის პრემიერის გარდაცვლილ მამას,
– ჩინეთის კომპარტიის წევრებს,
– ისლანდიის პრემიერ-მინისტრს,
– აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილებს,
– ეგვიპრეტს ყოფილი პრეზიდენტის მუბარაკის შვილს,
– პაკისტანის პრემიერის ნავაზ სარიფის შვილებს,
– ფიფას ჩინოვნიკებს,
– ფეხბურთელ ლიონელ მესის.
– და სხვა.

ჟურნალისტ-გამომძიებლების მიერ გამოქვეყნებული მასალების ბრალდებებს საკუთარი მისამართით მასალებში აღნიშნული ბევრი პირი უარყოფს.

მომზაედბულია „ბიბისის“ მიხედვით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მარტის თვეში ვიზიტორების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიახაშურში 21 წლის ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა