პუტინი NATO-სთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, მიუხედავად რუსეთის მზარდი მტრული რიტორიკისა, რომელიც NATO-ს წევრებს უკრაინის მხარდაჭერის გამო სულ უფრო აგრესიულად ემუქრება.
ამის შესახებ სტატიას BBC დასავლური ქვეყნების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
BBC-ის წყაროების აზრით, პუტინის მუქარებში, რომ მომავალში შეიძლება განხორციელდეს დასავლური ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, “ახალი არ არის”.
მათი ცნობით, ეს განცხადებები რუსეთის სამხედრო დოქტრინის მიხედვით ხდება და ის დასავლეთზე ზეწოლისთვის კეთდება.
















