BBC: პუტინი – აშშ საერთაშორისო ნორმებს არღვევს, მაგრამ ჩვენ კონფრონტაცია არ გვინდა

4რუსეთს აშშ-სთან კონფრონტაცია არ სურს და არ აპირებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას -განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
“ყველა მინდა დავამშვიდო, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები – ჩვენ აშშ-ს საარჩევნო კაპმანიაზე არანაირად არ ვაპირებთ გავლენის მოხდენას.პასუხი ძალიან მარტივია – ჩვენ არ ვიცით, რა იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ” – განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ინდოეთის გოას შტატში ჩაატარა.
მისი განცხადებით, მოსკოვი ღია იქნება ნებისმიერ პრეზიდენტთან სათანამშრომლოდ, რომელიც რუსეთთან ითანამშრომლებს.
“როცა ეს რთული შიდაპოლიტიკური დებატები დასრულდება არჩევნების შემდეგ, შესაძლებელი გახდება რუსეთ-ამერიკას შორის საერთო ენის გამონახვა” – თქვა პუტინმა.
ამასთანავე, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვების კომენტირებისას, რომელმაც თქვა, რომ რუსი ჰაკერები დგანან ამერიკული საიტების გატეხვაში და ამის გამო პირობა დადო, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს, პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-მ ურთიერთობის საერთაშორისო ნორმა დაარღვია.

“პირველად ასეთი მაღალი დონიდან აღიარეს, რომ ისინი ამას აკეთებენ და გარკვეულწილად, იმუქრებიან კიდეც, ცხადია, ეს ურთიერთობის საერთაშორისო ნორმებს სცდება” – თქვა პუტინმა და დაამატა: ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან, შესაძლებელია ველოდოთ, რასაც გინდა.

 

banner
წინა სტატიაში“არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით “თავისუფალი დემოკრატების” დღის წესრიგში კონკრეტული მოწოდება არ დგას”
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება მიხეილ სააკაშვილის სცენარის ერთ-ერთი სეგმენტი იყო