“BBC-მ დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური ნივთიერება გამოიყენა”, – ასე ეხმაურება ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩეველი, ტერე ჰელანდი სოციალურ ქსელში, 1 დეკემბერს, BBC-ს ეთერში გასულ სიუჟეტს საქართველოზე.
“BBC-მ დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური ნივთიერება, ბრომბენზილციანიდი გამოიყენა. ადამიანებმა ქიმიური დამწვრობა, სუნთქვის უკმარისობა და ხანგრძლივი დაზიანებები მიიღეს”, – წერს X-ზე ტერე ჰელანდი და ფოტომასალას აქვეყნებს.
















