15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

BBC: ლიბანის არმია ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

BBC-ის ინფორმაციით, ლიბანის არმიაში აცხადებენ, რომ ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია.

გამოცემის ცნობით, ლიბანის არმიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დააფიქსირეს რამდენიმე თავდასხმა ისრაელის მხრიდან, მათ შორის ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოფლების პერიოდული დაბომბვები.

ლიბანის არმია იძულებით გადაადგილებულ პირებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ სამხრეთ ქალაქებში დაბრუნებისას და თავი აარიდონ სახიფათო ზონებს.

ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ადგილობრივი დროით 00:00 საათზე (თბილისის დროით 01:00 საათზე) ამოქმედდა.

banner
წინა სტატიაშიგანზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
შემდეგი სტატიამასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ