BBC-ისა და BBC News-ის გენდირექტორებმა თანამდებობები დატოვეს

BBC-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს.

ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული.

დებორა ტერნესის განცხადებით, დონალდ ტრამპის გამოსვლის მონტაჟმა მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, რის გამოც თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ტერნესის განმარტებით, საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება მას, როგორც BBC-ის ახალი ამბების აღმასრულებელ დირექტორს.

„საჯარო ცხოვრებაში ლიდერები უნდა იყვნენ პასუხისმგებელი და სწორედ ამიტომ ვტოვებ თანამდებობას“, – განაცხადა დებორა ტერნესმა.

ცნობისთვის, საქმე ეხება BBC-ის დოკუმენტურ ფილმს. ბრიტანული გაზეთის, Telegraph-ის მიერ მოპოვებული BBC-ის შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ.

banner
წინა სტატიაშიმაია ბუწაშვილი: გარე სივრცეებში (მაგალითად რესტორნებში) პლედების გამოყენებას თუ მოვეშვებით, კარგი იქნებოდა (და არა მხოლოდ მუნის გამო, სხვა, მაგალითად, სოკოვანი დაავადებებიც შეიძლება გადავიდეს)
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა 2002-2025 წლებში ФСБ-ს აგენტების სია მოიპოვეს, იქ უამრავი ქართველია