„ბიბისის“ სკანდალური გამოძიების შემდეგ, ბრიუსელში საქართველოში მოქალაქეთა შესაძლო მოწამვლის საკითხზე საგანგებო დებატები დაინიშნა.
ევროპარლამენტში ამ თემაზე მსჯელობა თავდაპირველად დაგეგმილი არ იყო, თუმცა გამოძიების გასაჯაროებამ საკითხი სასწრაფოდ წამოწია დღის წესრიგში. “დემოკრატიული კრიზისი საქართველოში” – ასე ჰქვია დებატებს, რომელიც ევროპარლამენტში ერთ კვირაში გაიმართება.
ევროპარლამენტში დებატების ჩანიშვნა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოითხოვა, რომელიც სიდიდით მესამე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანებაა ევროპასა და ევროპარლამენტში.
სავარაუდოდ, პარლამენტარები მხარს დაუჭერენ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტზე საერთაშორისო გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
დებატების ერთ-ერთი საკითხი ასევე იქნება ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესაძლებლობა.
დებატები საქართველოს თემაზე ევროკავშირში არ იყო დაგეგმილი 17 დეკემბრისთვის, თუმცა ბიბისის გამოძიებამ და კამიტეს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ევროკავშირში საჭიროა კიდევ ერთი მოსმენა და კიდევ ერთი დებატი საქართველოს თემაზე, ვინაიდან საქმე ეხება ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ დარღევას, საქმე ეხება ადამიანების მოწამვლის საკითხს, რომელიც არღვევს საერთაშორისო კონვენციებს, რაზეც საქართველო არის მიერთებული. ჩვენ წლის ბოლოს გვეცოდინება ევროკავშირის პოზიცია “ქართული ოცნების” მიმართ, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერება “ქართული ოცნების” წევრებისთვის და იმ ბიზნესებისთვის და მოსამართლეებისთვის, ვინც ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს. შესაბამისად, ეს დებატებიც არის მნიშვნელოვანი ამ კუთხით, რომ ჩვენ ვიცოდეთ, როგორ ასრულებს წელს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში, – ამბობს კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი გიორგი ბუტიკაშვილი.
დებატების მნიშვნელობაზე საუბრობს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძეც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული პირების მიმართ სანქციების დაწესებაა აუცილებელი, რადგან ამის გარეშე ქვეყანაში ავტოკრატიის შეჩერება რთული იქნება.
განხილვებს და დებატებს აუცილებლად უნდა მოყვეს კონკრეტული სანქციები კონკრეტული ადამიანების მიმართ. ჩვენი სუაბარი ჩვენს პარტნიორებთნ არის ყოველთვის ასეთი, რომ აქ მნიშვნელოვანია ტარგეტირებულად, მიზნობრივად კონკრეტული ადამიანების დასანქცირება, რომ ისინი და მათი ოჯახის წევრები ვერასდროს ვეღარ მოხვდნენ ევროპაში და დასავლეთში. სხვა შემთხვევაში, რთული იქნება ავტოკრატიის შეჩერება, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამბობს ხატია დეკანოიძე.
“ქართულ ოცნებაში” კი ისევ ამბობენ, რომ ევროკავშირის დებატები მათთვის ინტერესის საგანს არ წარმოადგენს.
ფაქტობრივად, ევროკავშირი არის იზოლაციაში. აშშ არ ელაპარაკება მათ. არ ელაპარაკება მათ ლიდერებს, არ ელაპარაკება ბიუროკრატებს და აკრიტიკებენ იმის გამო, რომ აბსოლუტურად აცდენილია ევროკავშირი იმ ღირებულებებს, რაზეც ევროპ იდგა, ჰკარგავს თავის იდენტობას, არის ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. ამას
ასეთი შეხვედრები ძალიან ბევრი ჩატარებულა და თუ ეს შეხედრა ისევ დაეფუძნება რაღაც აღქმებს და მაღალი ტრიბუნიდან მდიდარი ლექსიკის გამომჟღავნებას და ცოდნის დემონსტრირებას პოლიტიკურ ჭრილში, ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, – ამბობს ლევან მაჭავარიანი.


















