დიდი სკანდალი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ: “ქართულმა ოცნებამ” მომწამლა, გამოიძიეთ დანაშაული” – სოციალურ ქსელში სახალხო კამპანია დაიწყო. ადრესატი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაა. მესამე დღეა, BBC-ის საგამოძოებო ფილმი პოლიტიკოსებისა და დასავლური მედიის ყურადღების ცენტრშია.
“ეს იყო შოკი, ოცნებამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს” – ევროპარლამენტარები დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ.
ქიმიური იარაღის სკანდალი ტრამპის ყურადღებას იმსახურებს – ამ სათაურით ეხმაურება გავლენიანი ამერიკული გამოცემა მშვიდობანი აქციის მონაწილეების დარბევისა და მოწამლვის ფაქტს.
“ქართული ოცნება” დღემდე უმალავს ხალხს, რა ნივთიერება გამოიყენა მათ წინააღმდეგ. ქიმიური იარაღის სკანდალი განხილვის თემაა ბრიუსელშიც. იქ მყოფი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირისგან სწრაფ და მკაცრ რეაგირებას ითხოვს.
















