“BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს” – ირაკლი კობახიძე

“ოცნება” აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს – ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას უთხრა, რომ ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ, რათა BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწიოს.

რაც შეეხება სუს-ის გამოძიებას, ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსანი გამოძიებას დასრულებულად აცხადებს და ირწმუნება, რომ მამუკა მდინარაძის უწყებამ “ყველაფერი თქვა”.

ვაპირებთ მივმართოთ “ოფკომს” – ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამსრთლოებს საჭიროებისი შემთხვევაში, ყველა სამართლებრივი გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ BBC-ის მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელცი მათ გაავრცელეს. დამთავრდა გამოძიება, სუს-მა თქვა ყველაფერი, შესაბამისად საპნის ბუშტივით გაგისკდათ ყველაფერი”, – განაცხადა კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი – ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება – ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: “ვიღაც თუ რაღაცას აპროტესტებს, ამით დანარჩენების უფლებები არ უნდა შეზღუდოს”