BBC-ის ინფორმაციით, 2027 წლის აპრილიდან ინგლისში 16 წლამდე პირებს მაღალი კოფეინის შემცველი ენერგეტიკული სასმელების შეძენა აეკრძალებათ.
რეგულაცია შეეხება იმ სასმელებს, რომლებიც ლიტრზე 150 მილიგრამზე მეტ კოფეინს შეიცავს. რეგულაცია გავრცელდება მაღაზიებზე, კაფეებსა და რესტორნებზე, სავაჭრო ობიექტებსა და ონლაინ-გაყიდვებზეც. მთავრობის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანია ბავშვებში ძილის დარღვევის, შფოთვის, კონცენტრაციის პრობლემებისა და სიმსუქნის რისკის შემცირება.
კანონის დარღვევის შემთხვევაში ბიზნესებს 2 500 ფუნტამდე ჯარიმა დაეკისრებათ. BBC-ის ცნობით, ინგლისში ყოველდღიურად დაახლოებით 100 000 ბავშვი მოიხმარს ენერგეტიკულ სასმელებს, რომელთა ნაწილი ორ ფინჯან ყავაზე მეტ კოფეინს შეიცავს.
















