BBC: “Facebook-ი ზოგიერთი მომხმარებლისთვის ბმულების გაზიარებაზე შეზღუდვას აწესებს”

Facebook-ი სოციალურ მედია პლატფორმაზე ზოგიერთი მომხმარებლისთვის ბმულების გაზიარებაზე შეზღუდვას აწესებს -ამის შესახებ BBC წერს.

ზოგიერთ მომხმარებელს, Facebook-ზე ორზე მეტი ბმულის გაზიარებისთვის ყოველთვიურად 9.99 ფუნტ სტერლინგის გადახდა მოუწევს.

სოციალური მედიის ექსპერტმა მეტ ნავარამ განაცხადა, რომ ეს კომპანიის მცდელობას წარმოადგენს, მონეტიზაცია გაუკეთოს თავისი პლატფორმების მეტ სფეროს.

„საქმე რეალურად არ ეხება ვერიფიკაციას, რამდენად ეხება გამოწერის მიღმა გადარჩენის ფუნქციების გაერთიანებას“, – განუცხადა მან BBC-ს.

Facebook-მა ტექნოლოგიურ საინფორმაციო გამოცემა TechCrunch-ს განუცხადა, რომ ბმულების შეზღუდვის ტესტი მისი „პროფესიონალური რეჟიმის“ ანუ გვერდების მომხმარებელთა შერჩეულ ჯგუფზე გავრცელდა.
ექსპერტ ნავარას თქმით, “ასეთი ტესტები ხაზს უსვამს, თუ რატომ არის წარმოუდგენლად სარისკო ბიზნესის შექმნა, რომელიც ზედმეტად არის დამოკიდებული რომელიმე პლატფორმის კეთილგანწყობაზე.”

banner
წინა სტატიაში“რას გააკეთებს აშშ, თუ რუსეთი კვლავ მოვა აგრესიით?!” – ზელენსკი
შემდეგი სტატია“ჩემ სიმართლეს ამ ქვეყანაში თუ არა, ევროპულ სასამართლოში დავამტკიცებ” – ლევან ხაბეიშვილი