BBC: დათანხმდება თუ არა პუტინი კურილის კუნძულების დაბრუნებაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ტოკიოსა და ნაგატოში ორმხრივი შეხვედრისას იაპონიის პრეზიდენტთან ინვესტიციებზე დადო შეთანხმება. მთავარი საკითხი, კურილის კუნძულების კუთვნლების შესახებ, როგორც წესი, გაურკვეველი ვადით გადაიდო – თვლიან ექსპერტები.
აბე მეორე ლიდერია “დიდი შვიდეულიდან”, რომელმაც პუტინს უმასპინძლა ყირიმის 2014 წლის ანექსიის შემდეგ.
ვიზიტი ორი წლის წინ უნდა შემდგარიყო, მაგრამ ის რუსეთი წინააღმდეგ სანქციების გამო გადაიდო, რომელსაც იაპონიაც უჭერდა მხარს.
აბემ მრავალწლიან ტერიტორიულ დავაში, რომელშიც იაპონიას პრეტენზია აქვს იტურუპის, კუნაირის, შიკოტანისა და ჰაბომაის არქიპელაგზე, პროგრესს მიაღწია
იაპონურ ელიტას კარგად ესმის, რომ რუსეთი ორ დიდ კუნძულს არასდროს დააბრუნებს, ამიტომ , ისინი მზად არიან მაქსიმუმი მიიღონ – ორი პატარა. მაგრამ როგორ აუხსნან საზოგადოებას, რომ უარს ამბობენ დიდ კუნძულებზე?

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, რომლის დროსაც იაპონია ნაცისტურ გერმანიას უჭერდა მხარს, საბჭოთა კავშირმა კუნძულებიდან 17 ათასი იაპონელი გააძევა, ამასთანავე, მოსკოვსა და ტოკიოს შორის სამშვიდობო ხელსეკრულება არ გაფორმებულა.
1951 წელს სან-ფრანცისკოში დადებულმა სამშვიდობო შეთანხმებამ, რომელიც ანტიჰიტლერულ კოალიციასა და იაპონიას შორის დაიდო, საბჭოთა კავშირის სუვერენიტეტი დაადგინა სამხრეთ სახალინისა და კურილის კუნძულებზე, თუმცა, მოსკოვი და იაპონია ჯერაც ვერ შეთანხმებულან რა იგულისხმება კურილის კუნძულებში.
ტოკიო თვლის, რომ კურილის კუნძულებია იტურუპი, კუნაშირი და ჰაბამაი თავისი არაკანონიერად ოკუპირებული “ჩრდილოეთ ტერიტორიებით”. მოსკოვი ამ კუნძულებს კურილის ნაწილად მიიჩნევს და არა ერთხელ განაცხადა, რომ მისი ახლანდელი სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება.
2016 წელს აბე ორჯერ ჩაფრინდა რუსეთში (სოჭსა და ვლადივასტოკში), ის პუტინს, ასევე, ლიმას სამიტზე შეხვდა.

დეკემბრის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი და ტოკიო მშვიდობიან შეთანხმებაზე თანახმა არიან. იაპონელ ჟურნალისთან ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ იაპონიასთან სამშიდობო შეთანხმების არ არსებობა ანაქრონიზმია, რომელიც უნდა შეიცვალოს. მან ასევე თქვა, რომ ორივე ქვეყნის საგარეო უწყებამ “წმინდა ტექნიკური საკითხები” უნდა მოაგვარონ, რომ იაპონელებს საშუალება მიეცეთ კურილის კუნძულები ვიზების გარეშე მოინახულონ.

ამასთანავე, მოსკოვს აწუხებს ის, რომ სამხრეთ კურილის დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლებელია იქ აშშ-ს სამხედრო ბაზა გამოჩნდეს. ასეთი შესაძლებლობა არ გამოურიცხავს იაპონიის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს სიორატო იატის, რუს კოლეგასთან საუბარში. შეკითხვაზე, არის თუ არა კურილის დაბრუნება შესაძლებელი, პასუხი მოკლეა “არა”. “კურილის კუნძულების საკითხში კუთვნილების არანაირი საკითხი არ განიხილება” – რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი კუნაძემ განაცხადა. მისი თქმით, კუნძულები რუსეთს საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ეკუთვნის.

კურილის კუნძულები ერთადერთი თემა არ არის, რომელიც პუტინმა და აბემ განიხილეს. რუსეთს აღმოსავლეთში ინვესტიციები სჭირდება. იაპონური გამოცემა “იომიურის” მონაცემებით, სანქციების გამო ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა დავარდა. რუსეთიდან იაპონიაში იმპორტი 27%-ით შემცირდა 2014 წელს, რაც 23 მილიარდი დოლარია, 2015 წელს კი – 17 მილიარდით შემცირდა. რუსეთში ექსპორტი კი 8,8 მილიარდი დოლარით დაეცა 2014 წელს, 2015-ში კი – 5,6 მილიარდით.
იაპონიის მთავრობას სახელმწიფო ნავთობის, გაზისა და მეტალის კორპორაცია JOGMEC-ით რუსული კომპანიების “ნოვატეკისა” და “როსნეფტის” აქციების ყიდვა სურს.
შეხვედრის შედეგად ხელი ათობით კომერციულ ხელშეკრულებას მოეწერა.

banner
წინა სტატიაშიანკარაში ოპოზიციური პარტიის ოფისზე შიარაღებული თავდასხმა მოხდა
შემდეგი სტატია,,facebook-ი,, ყალბი ,,fake,, ინფორმაციების შეჩერებას გეგმავს