BBC: ამერიკის პრეზიდენტების შეცდომები

obamaამერიკის პრეზიდენტები ხშირად არ აღიარებენ საკუთარ შეცდომებს, მაგრამ გასულ კვირას ბარაკ ობამამა ეს გააკეთა.
შეკითხვაზე, რა არის მისი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მან პრეზიდენტის პოსტზე დაუშვა, ობამამ უპასუხა, რომ ეს იყო ლიბიელი დიქტატორის კადაფის ჩამოგდების შედეგები, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნა.
მსგავსი აღიარებები იშვიათია ამერიკულ პოლიტიკურ პრაქტიკაში სხვადასხვა მიზეზებით – თავმოყვარეობა, საკუთარი სისუსტის არაღიარება ან მოწინააღმდეგის სიმართლის არ აღიარება.

როგორც წესი, ეს მაშინ ჩნდება, როცა პრეზიდენტი საკუთარი ვადის ამოწურვის მიჯნაზეა ან სულაც, თეთრი სახლიდან წასვლის მიჯნაზე. პრეზიდენტ ობამას ამ აღიარებასაც კი თან ახლავს მტკიცებულებები, რომ ის ლიბიის საკითხში ჩარევას სწორად მიიჩნევს.

8

ობამამდე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა, თავის დროზე აღიარა, რომ ის ყველაზე მეტად იმ შეცდომებს განიცდის, რომელიც ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ მიაწოდა დაზვერვამ. მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, ერაყში შეჭრის შესახებ ამ მონაცემებს ეყრდნობოდა, შემდეგ ცხადი გახდა, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმს არც ქიმიური და არც ბაქტერიოლოგიული იარაღი არ გააჩნდა.

 

2008 წლის ინტერვიუში ბუშმა არ აღიარა, რომ ის უარს იტყოდა ერაყში შეჭრაზე თუკი მას ეცოდინებოდა, რომ ბაღდადს მასობრივი განადგურების იარაღი არა აქვს. რომლის მერეც მან დაამატა: “მე პრეზიდენტის პოსტს ამაყად აწეული თავით ვტოვებ”.

პოსტიდან გადადგომის შემდეგ ბილ კლინტონი ამბობდა, რომ რუანდას გენოციდზე მთელი ცხოვრება ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც მისი პრეზიდენტობის პირველ წელს მოხდა. ის ასევე მწუხარებას გამოთქვამდა 1994 წელს მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულზე გამკაცრებული სასჯელის შესახებ კანონის გაგრძელებაზე. მან აღიარა, რომ კანონს დანაშაულებები არ შეუმცირებია და პირიქით, სიტუაცია გაართულა.
მისი ყველაზე დიდი შეცდომის აღიარება 1998 წელს მოხდა, როცა მას მონიკა ლევინსკთან ურთიერთობის შესახებ სიმართლის დამალვის გამო იმპიჩმენტი ემუქრებოდა. მანამდე რამდენიმე თვის მანძილზე კლინტონი უარყოფდა ამ კავშირს, მაგრამ შემდეგ მან განაცხადა: “მე ბევრი ადამიანი შეცდომაში შევიყვანე, მათ შორის, ჩემი მეუღლეც. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ამის გამო”.

9

 

ჯორჯ ბუშ-უფროსის გამონათქვამის გამო ის პრეზიდენტად ხელმეორედ არ აირჩიეს, ამასთანავე, ეს გახდა შეცდომის აღიარების მიზეზიც.
1988 წელს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოსვლისას, მომავალმა პრეზიდენტმა განაცხადა: “ჩემს პერიოდში ახალი გადასახადები არ იქნება”. მაგრამ ეს დაპირება ტყუილი აღმოჩნდა, რაც მან 1992 წელს, როცა ხელმეორედ წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა, აღიარა: “მე ეს ვთქვი და ამის გამო ვწუხვარ” – განაცხადა პრეზიდენტმა.
მაგრამ უკვე გვიანი იყო და დაპირებამ, რომელიც 4 წლის წინ დადო, მისი სამომავლო გეგმები ჩაშალა.

10

რონალდ რეიგანი “ირან-კონტრასის” საქმესთან მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობდა, მაგრამ ეს ცალსახად არასდროს გამოუხატავს.
სკანდალი 1980 წლის მეორე ნახევარში წარმოიქმნა ამერიკელების მიერ ირანისთვის იარაღის საიდუმლოდ მიწოდების გამო, ემბარგოს მიუხედავად. მის სანაცვლოდ, ამერიკის ადმინისტრაცია ამერიკელი ტყვეების განთავისუფლებას და მიღებული ფულით ნიკარაგუაში მემარცხენე რეჟიმის ჩამოგდებაზე ფიქრობდა.

გაურკვეველია, ამ საქმეებიდან კონკრეტულად რა იცოდა რეიგანმა, მაგრამ 1987 წელს მას ამაზე შეკითხვა დაუსვეს. “რამდენიმე თვის წინ მე ველაპარაკე ამერიკელ ხალხს, რომ იარაღი ტყვეებზე არ გამიცვლია. ჩემი გული ძველებურად მეუბნება, რომ ეს სიმართლეა, მაგრამ მტკიცებულებები და ფაქტები სულ სხვას მოწმობს” – თქვა მაშინ პრეზიდენტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საკუთარ მოქმედებებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს, ამავე დროს აღნიშნა, რომ იყო ისეთი ქმედებებიც, რომელიც მან არ იცოდა.

პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი 1961 წელს, თავისი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში, პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა, რომელიც კუბელი ემიგრანტების პლაია-ხირონში შეჭრის შემდეგ მოხდა, რომელიც აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მხარდაჭერით მოხდა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას “განსაზღვრული შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილების” შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციაზე კითხა. “არსებობს ასეთი გამონათქვამი – ყველა მოგებას ასი მამა ყავს, დამარცხება კი ობოლია” – უპასუხა კენედიმ. ამით მან აღიარა, რომ საკუთარი მთავრობის ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იღებდა.

 

შეცდომის აღიარება პოლიტიკურად საშიში ჟანრია. როგორც Washington Post-ში პოლიტოლოგი დენიელ დრეზნერი წერდა, ასეთი აღიარება მის ავტორს განსაკუთრებულ მოგებას არ პირდება – მისი მოწინააღმდეგეები სავარაუდოდ, მასზე აზრს არ შეიცვლიან, მომხრეები კი მის ნდობას დაკარგავენ.

banner
წინა სტატიაშიMicrosoft-მა აშშ-ს მთავრობას კონსტიტუციის დარღვევის გამო სასამართლოში უჩივლა
შემდეგი სტატიამოხსენება: ჩიკაგოს პოლიციაში რასიზმი იზრდება