BBC – „შემაჯამებელმა დეკლარაციამ თბილისი გააწბილა,,

რიგის სამიტზე საქართველო ევროკავშირის წევრობაზე მხარდაჭერას ელოდება. სამიტზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. „შემაჯამებელმა დეკლარაციამ თბილისი გააწბილა, რამაც შესაძლებელია გაზრდილ ანტიდასავლურ განწყობაზე იმოქმედოს“ – წერს ბიბისი.
ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა საქართველომ დიდი ზეიმით და კონცერტით აღნიშნა. რიგის სამიტის შემდეგ ექსპერტები და ხელისუფლების ოპონენტები ეჭვს გამოხატავენ, რომ საქართველოს ზეიმის მიზეზი ექნეს.
ოპოზიცია ქვეყნის მთავრობას ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებსა და გაცხადებული მიზნების ასრულების უუნარობაში ადანაშაულებს. თუმცა, თბილისში არა მხოლოდ საკუთარ მთავრობაში ხედავენ პორობლემას.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის თქმით, რომელოსაც ბიბისი ციტირებს, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის მიერ გამთქმულმა გაურკვეველმა პოზიციამ „შესაძლებლობების ილუზია“ შექმნა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვისაც.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნები უბრალდოდ თავს აქნევენ და გარკვეულ პოზიციას არ გამოხატავდენ. საბოლოო ჯამში, ექსპერტის თქმით, სკეპტიციზმმა გაიმარვა“ – ამბობს გოგაშვილი.
მისი თქმით, თავად ევროკავშირზე ევროპაში ტერორისტული აქტების გაზრდამ იმოქმედა.
„აბსოლუტურად ცხადია, რომ რიგის სამიტი გამაოგნებელ პროგრესს არ მოიტანს, ასევე საბოლოო დეკლარაციაში რაიმე გარდატეხას ვერ შეიტანს“ – წერს ბიბისი.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: დარწმუნებული ვარ, საქართველო შეასრულებს ამ კრიტერიუმებსაც
შემდეგი სტატიაობამა ტუნისს ახალ სტატუსს ანიჭებს