BBC – ქართული ხელისუფლების მიერ მედიის შესაძლო დახურვის საფრთხეზე საუბრობს…

bbc-r2BBC-ს ცნობით, თბილისში ათასობით ადამიანი, ხელისუფლების მხრიდან მედიის შესაძლო დახურვის საფრთხისადმი პროტესტის ნიშნად გამოვიდა…

,,მომიტინგეები, რომლებიც ხელისუფლების მიერ დაყადაღებული რუსთავი-2-ს  შენობის წინ შეიკრიბნენ, ხელისუფლებას მედიის თავისუფალი საშუალებების  მოგუდვაში ადანაშაულებენ,, აცხადებს BBC –  რუსთავი-2-ს 22 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.

,,პრემიერმა ღარიბაშვილმა გააფრთხილა მომიტინგეები, რომ ის მკაცრ რეაგირებას მოახდენდა მიტინგზე ნებისმიერი კანონდარღვევის პოტენციურ შესაძლებლობასაც კი.

ზოგიერთ მომიტინგეს, აქციაზე აღმართული ჰქონდა პლაკატი წარწერით ,,ხელები შორს რუსთავი-2-საგან,,  და ,,რუსთავი-2 ხალხს ეკუთვნის,,

რუსთავი-2-ს  ქონება, აგვისტოს თვეში დაწყებული სასამართლო დავის შედეგად დაყადაღებულიქნა, რამაც გამოიწვია ეჭვი, რომ მმართველი კოალიცია ,,ქართული ოცნება,, თავისი ჩარევით არხის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ დააყენებდა.

ზაფხულშივე, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის სარჩელის საფუძველზე, რომელიც არხზე კონტროლს მოითხოვს, სასამართლომ გაყინა რუსთავი-2-ს აქტივები.

ხელისუფლების კრიტიკოსები და არხის მფლობელები, აცხადებენ რომ არხის დახურვა არის იმ გეგმის ნაწილი, რომელიც მომავალ წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინ, მედიის გაჩუმებას ემსახურება მიზნად,,

,,ხელისუფლებამ გადაწყვიტა არხზე კონნტროლი გადასცეს ისეთ კაცს, რომლის ხელში ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ტელეარხის არსებობა, პრაქტიკულად დახურვის ტოლფასი იქნება. ეს ამბავი ქართულ  მედიაში პლურალიზმის დასარულს დაუდებს საფუძველს და საქართველოში დემოკრატიის არსებობას შეუქმნის საფრთხეს,, მოჰყავს ზაალ უდუმაშვილის სიტყვები BBC-ს.

,,გასულ ოთხშაბათს, არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას ხელისუფლება შუამავლის მეშვეობით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით დაემუქრა, თუ ის არხის ხელმძღვანელობაზე უარს არ იტყოდა.

შეგახსენებთ, რომ 1994 წელს შექმნილი დამოუკიდებელი ტელეარხი რუსთავი-2, არის უდიდესი და ყველაზე პოპულარული ტელეარხი საქართველოში,, აცხადებს BBC

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიოლიმპიურმა კომიტეტმა 67 000 ლარი ავტომობილების გარეცხვისთვის გამოყო
შემდეგი სტატია,,ნაკურთხი,, რუსული ბომბები – სირიელ ბავშვებს… (+18 ფოტოალბომი)