BBC სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის ფაქტს ეხმაურება

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2015 12:08

BBC სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის ფაქტს ეხმაურება

მნიშვნელოვანი

  • ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო რეფორმების საბჭოს წარმომადგენალად დანიშვნა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას არ მოეწონა - წერს ბიბისი. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ახალი საკონსულტაციო ორგანო მოწოდებულია უცხოელები ექსპერტების სტატუსით მოიწვიოს უკრაინული კანონმდებლობის რეფორმირებისთვის იმისათვის, რომ უკრაინამ საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს.

სხვა სტატიები

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო რეფორმების საბჭოს წარმომადგენალად დანიშვნა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას არ მოეწონა – წერს ბიბისი. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ახალი საკონსულტაციო ორგანო მოწოდებულია უცხოელები ექსპერტების სტატუსით მოიწვიოს უკრაინული კანონმდებლობის რეფორმირებისთვის იმისათვის, რომ უკრაინამ საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს.

„მიხეილი უკრაინის წარმომადგენელი იქნება საზღვარგარეთ, ამასთანავე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი უკრაინაში. დარწმუნებული ვართ, სწორედ მას შეუძლია დაალაგოს ურთიერთიბა უკრაინასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის რეფორმების თვალსაზრისით – გამოიყენებს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ღირსეულად შეძლებს ჩვენი სამუშაოს უცხოეთში წარდგენას“ – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

სააკაშვილის დანიშვნა, რომელმაც საქართველო საკუთარი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა, საქართველოში მოულოდნელი იყო. როგორც ქართველი პოლიტოლოგები ფიქრობენ, უკრაინის ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა შესაძლებელია საქართველო-კიევს შორის ურთიერთობების გაჭიანურების მიზეზი გახდეს.

ბევრის აზრით, საქართველოს მთავრობა, რომელიც 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა არ არის პრორუსული, რუსეთთან დაკავშირებით თავშეკავებულ პოზიციას იკავებს ვიდერ სააკაშვილს და მის მომხრეებს. უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, თუკი მოცემულ მომენტამდე სააკაშვილი „უკრაინის შტატგარეშე კონსულტანტი იყო რეფორმების კუთხით,“ ახლა მას უკვე ოფიციალური სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს ჯანდაცვის ექს-მინისტრი ალექსანდრ კვიტაშვილმა და შს მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძემ უკრაინის მთავრობაში იმის ანალოგიური პოსტები მიიღეს, როგორიც მათ საკუთარ ქვეყანაში ქონდათ – წერს ბიბისის კორესპონდენტი. თებერვლის დასაწყისში უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოსდგილედ გია გეწაძე იქნა დანიშნული, რომელიც ასევე მაღალ თანამდებობას იკავებდა სააკაშვილის დროს.

არსებული მთავრობის წარმომადგენლები არ მალავენ, რომ მათი ოპონენტების უკრაინის მიერ აღიარება და აქტიურობა მათ არ ახარებთ. კოალიციის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ პასუხისმგებელ თანამდებობებზე ისეთი ადამიანების დანიშვნა, რომლებმაც მხოლოდ ზიანი მოუტანეს ქვეყანას, უკრაინას კარგ დღეს არ დააყრის. არ შეიძლება ასეთ გადაწყვეტილებას მივესალმო თავად უკრაიის ინტერესებიდან გამომდინარე“ – მოყავს ჟურნალისტს ეკა ბესელიას ციტატა.

სააკაშვილს საქართველოში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ 2007 წლის 7 ნოემბერს, ასევე ძალოვანების ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემას. ასევე, გენერალურმა პროკურატურამ ექს პრეზიდენტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულა. სააკაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მის პარტიაში სჯერათ, რომ მათი თანაპარტიელების უკრაინაში დასაქმება უკრაინას რეფორმების გზაზე ძალიან წაადგება. „პრეზიდენტ სააკაშვილს რეფორმების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს, ასევე საერთაშორისო არენაზე მოღვაწეობის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მისი დანიშვნა კარგი გადაწყვეტილებაა“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გიგა ბიკერიამ. ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის დანიშვნა მისი ავტორიტეტის დადებით მხარეზე მიუთითებს.

ჟურნალისტს დამოუკიდებელი ექსპერტის ზაალ ანჯაფარიძის სიტყვები მოყვას: „ვფიქრობ, სააკაშვილის და მისი გუნდის დანიშვნა რაღაც შეთანხმებული პოლიტიკის ნაწილია. საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა უკრაინას სერიოზული ფინანსური დახმარება გაუწიეს. ეტყობა, დასავლეთი რეფორმებს, რომელსაც სააკაშვილი ანხორციელებდა, წარმატებული გონიათ და უნდათ მოდელის უკრაინაში იმპორტირება.“ ექსპერტი ასევე არ გამორიცხავს იმას, რომ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინისხელისფულების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი წყენის გამოხატვა იყოს. საქართველოს ხელისუფლება არა ერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი ოპოზიციის მხრიდან მთავრობის პოლიტიკის გამო, რომელიც მორგებულია იმას, რომ მოსკოვი არ გააბრაზონ. „მეტად აქტიურები უნდა ვიყოთ. სწორი იქნებოდა გზა, როცა საქართველო დაიმსახურებდა ასეთ დამოკიდებულებას, თითქოს ჩვენ გვეშინია, ჩუმად ვართ და მოსკოვს ყველაფერში ვეთანხმებით“ – ციტირებს გოგაშვილის ნათქვამს ჟურნალისტი.

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2015 12:08