BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიცია თავდამსხმელებთან კონტაქტზე გავიდა

news
: news იანვარი 9, 2015 15:53

BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიცია თავდამსხმელებთან კონტაქტზე გავიდა

BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიცია თავდამსხმელებთან კონტაქტზე გავიდა. როგორც BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, პოლიციელები დაუკავშირდნენ ორ ეჭვმიტანილს, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან მოწამეობრივად დაიღუპონ.
ამჟამად, საფრანგეთის პოლიციას ალყაში აქვს მოქცეული ქალაქ დამარტენ-ან-გოელში მდებარე ერთ-ერთი საწყობის შენობა, რომელშიც თავდამსხმელები მიიმალნენ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა, თუმცა პარიზის პროკურატურამ აღნიშნული არ დაადასტურა.
პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დამარტენ-ან-გოელში საფრანგეთის პოლიცია Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების სამძებრო ოპერაციას ატარებს. პოლიციელები მანქანას დაედევნენ, რომლებშიც ერთ-ერთი ვერსიით, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ. თავდამსხმელები ერთ-ერთ კომპანიის ოფისში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს.

news
: news იანვარი 9, 2015 15:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics