8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით წითელი ცირკულარით ძებნილი ბათუმში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს

უწყების ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თორმეტი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო კრიზისი გამწვავდა
შემდეგი სტატია“ოცნება”დღეს საკუთარ საბრალდებო დასკვნას წერს”- გრიგოლ გეგელია