11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ბავშვზე სექსუალურად მოძალადე მამინაცვალს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამინაცვალი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას  ორგანიზაცია „საფარის“ ავრცელებს.

„საფარის“ ცნობით, არასრულწლოვანმა მათ 2024 წელს მიმართა.

ორგანიზაციის ცნობით, საქმეში ბევრი სხვადასხვა დანაშაული, მათ შორის, მამინაცვლის მხრიდან ბავშვის მიმართ წლების წინ განხორციელებული გარყვნილი ქმედება იკვეთებოდა, რაც სასჯელის სახედ 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არასრულწლოვნის ინტერესებს „საფარის“ იურისტი, მარი ვარამაშვილი იცავდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, იურისტის ჩართულობით მოიპოვეს ყველა შესაძლო მტკიცებულება, თუმცა გადამწყვეტი დაზარალებულის ჩვენება აღმოჩნდა, რომელიც მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა სრულად გაიზიარა და 2026 წლის 27 აპრილს მამინაცვალი გარყვნილ ქმედებაში სრულად დამნაშავედ ცნო.

banner
წინა სტატიაშისაკანონმდებლო ცვლილებები- გარდაბნის აღკვეთილის გაფართოება და ჰაერის დაცვის ახალი რეგულაციები
შემდეგი სტატიაისრაელმა აღმოსავლეთ ლიბანში საჰაერო დარტყმები განახორციელა