„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები შიმშილობას განაგრძობენ

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები შიმშილობას განაგრძობენ. რამდენიმე მათგანმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაატარა.

დაზარალებულები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვის გაშლის მოთხოვნით, დედაქალაქის მერიისგან წერილობით თანხმობას მოითხოვენ.

შარტავას ქუჩაზე დღეს აქციის ჩატარებაც იგეგმება. გუშინ კი, საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარეობდა.

მოვაჭრეები მოითხოვენ, რომ მთავრობამ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს 5 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს და საბანკო ვალდებულებების შესაჩერებლად უშუამდგომლოს.

„ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძარი 30 იანვარს გაჩნდა. დამწვარია 5 000 კვადრატული მეტრის ფართი.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი ციხდან