„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების გაშლას აპირებენ

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს სამართალდამცველები მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ და კარვების გაშლას მაინც აპირებენ.

როგორც დაზარალებულების ადვოკატმა ედუარდ ლილუაშვილმა თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მოვაჭრეები დედაქალაქის მერიიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ, სადაც შეეცდებიან, კარვები გაშალონ.

რაც შეეხება გუშინდელ აქციაზე მომხდარ ინციდენტს, რომელშიც მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ფიგურირებს, ადვოკატის ინფორმაციით, ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე მათ ვითარებაში გარკვევას დაპირდა და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ აქციის მონაწილეების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებას ჰქონდა ადგილი, მერია მათ წინაშე ბოდიშს მოიხდის.

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები დღეს, თბილისის მერიასთან შეიკრიბდნენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების გასაშლელად, მერიისგან ნებართვა ითხოვეს.

banner
წინა სტატიაში“კანონების ქურდები!” “ევროპულმა საქართველომ” ახალ მოვლენას დაუდეს სათავე – კანონთმპარველობას
შემდეგი სტატია(video) გაგრის სკოლაში მოსწავლეებმა მასწავლებელს დასცინეს