„ბავშვთა სამყაროს“ მზიდმა კონსტრუქციამ დაზიანება მიიღო და ამჟამად შენობა ავარიულია – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, – ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ მზიდი კონსტრუქცია დაზიანდა, შენობა კი ამჟამად ავარიულია. სააგენტოს წარმომადგენელის დავით გელაშვილის განცხადებით, ამ მომენტისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული ობიექტების დამუშავება.

“მაღალი ტემპერატურის შედეგად, შენობის გარკვეულმა ფრაგმენტებმა მიიღო დაზიანება, მოხდა მეორე, მესამე და მეოთხე სართულებს შორის გადახურვის ჩამონგრევა. ამ მომენტისთვის შენობა, შეიძლება ითქვას, რომ ავარიულია.შიგნით მუშაობა დიდ საფრთხეს წარმოადგენს“,- განაცხადა გელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდამწვარი “ოქროს სამყაროს” მოვაჭრეების თქმით, შენობაში დიდი რაოდენობოთ ოქრო ინახებოდა
შემდეგი სტატიაყურადღება :SOS – ხანძრის სკანდალური გაგრძელება – ვინ არიან ბაგრატიონები?