“ბავშვთა სამყაროს” დემონტაჟი სავარაუდოდ დღეს დაიწყება

ცეცხლის ლიკვიდაციის შემდეგ “ბავშვთა სამყაროს” დემონტაჟი, სავარაუდოდ დღეს დაიწყება. ხანძრის ცალკეულ კერებს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ თევდორე მღვდლის ქუჩაზე. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მოვაჭრეებიც. მათსა და საპატრულო პოლიციას შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. მოვაჭრეები მეხანძრეებს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.

ხანძრის შედეგად, თითქმის სრულად განადგურდა შენობა და იქ განთავსებული სავაჭრო ობიექტები. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლს მხოლოდ ნულოვანი სართული გადაურჩა, სადაც ძვირფასეულობის საცავია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე საათი შუქისა და გათბობის გარეშე გაჩერებული მატარებელი ზესტაფონში
შემდეგი სტატიამამუკა ახვლედიანის სარჩელი-სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს