“ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულების აქცია პროკურატურასთან-ხმაური და დაპირისპირება

ხმაური და დაპირისპირება იყო „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქციაზე. მათ მთავარ პროკურატურასთან კარვის გაშლა ორჯერ სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

“ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულები უკვე მეორე კვრაა, პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მოვაჭრეები მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ.

დაზარალებულების თქმით, შოთაძის უწყება საქმეს არ იძიებს, რის გამოც მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

წყარო:რუსთავი2

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთობლივ სოციალურ კამპანიას – „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს
შემდეგი სტატია„Pegasus Airlines-ის რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია ცალკე სახელმწიფოდ აღარ არის დატანილი“