„ბავშვთა სამყაროს“ დაწვით, ივანიშვილის ოცნება ასრულდა – ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილის თქმით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძარი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა, რათა „კარფურის“ ახალი შენობა აეშენებინა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

„ქართველი ხალხის ოცნების რა მოგახსენოთ, მაგრამ “ბავშვთა სამყაროს” დაწვით, ივანიშვილის ოცნება ნამდვილად ასრულდა, რათა იქ „კარფურის“ ახალი შენობა წამოჭიმოს. ამაზე მახსენდება, როგორ დაუწვა ივანიშვილმა 90-იან წლებში ორჯერ, საკუთარ მეზობლებს ერეკლეს მოედანზე სახლი, რის შედეგადაც ისინი საკუთარი საცხოვრისიდან გამოაძევა და მთელი ტერიტორია „დაითრია“. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო”, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში,,მძღოლებს, რომლებმაც საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს მთავრობა მართვის მოწმობას ართმევს’’ – ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატია„ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულმა მოვაჭრეემა თბილისის მერიის შენობაში შეჭრა სცადეს