ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულებისთვის სანქციები იზრდება

ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულებისთვის სანქციები იზრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

ცვლილებების თანახმად, ბავშვის ჩაბმა პროსტიტუციაში ან პორნოგრაფიაში მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მხრიდან დაისჯება 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთით.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე განმარტავს, რომ მთელ რიგ ნორმებს ემატება დამამძიმებელი გარემოება, როდესაც სქესობრივი დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით და ამისთვის განისაზღვრება ძალიან მკაცრი სანქციები.

პროექტის მიხედვით, დასჯადი ხდება 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეხვედრის შეთავაზება, მათ შორის, ონლაინ საშუალებით, პორნოგრაფიული მასალის დამზადების მიზნით.

ასევე, აიკრძალება პირობითი მსჯავრის, ასევე, საპროცესო შეთანხმების გამოყენება ბავშვთა პორნოგრაფიისა და პროსტიტუციის დანაშაულებისას.

ამასთან, გაუქმდება ხანდაზმულობის ვადა ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების შემთხვევაში.

banner
წინა სტატიაშიამ რეიტინგით არჩევნების ოქტომბერში ჩატარება ნამდვილად არ გვაშინებს – კილაძე გამარჯვებაში დარწმუნებულია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი : ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ ჩვენს ქვეყანაში, აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო, მაგრამ აუცილებელია, ფრთხილად ვიყოთ