„ბავშვს ზურგის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა” – ამბავი, რომელიც განხილვის თემად იქცა

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2016 15:30

„ბავშვს ზურგის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა” – ამბავი, რომელიც განხილვის თემად იქცა

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში 11 წლის ბიჭი მამამ სასტიკად სცემა, ბიჭთან ერთად მან ფიზიკურად იძალადა 10 წლის გოგონაზეც. მოძალადე მამა სამართალდამცავებმა შემთხვევიდან 11 დღის შემდეგ დააკავეს.

ბავშვის დედა ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი თავადაც არაერთხელ გახდა. როგორც ბავშვის დედა ყვება, შემთხვევა ბათუმში, 18 ოქტომბერს მოხდა. 11 და 10 წლის შვილები მამასთან ერთი საათით დატოვა, რა დროსაც მამამ შვილებს ფიზიკურად გაუსწორდა.

“გასული ვიყავი, რომ დავბრუნდი და ბავშვს მივაკითხე, ნაცემი დამხვდა. მივმართე სასწრაფო დახმარებას, რომლებმაც გამოიძახეს სამართალდმაცავები, მათ კი პოლიციის პირველ განყოფილებაში გადაგვიყვანეს. ბავშვს ზურგის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. მეუღლე ბავშვებს ხშირად სჯიდა, მაგრამ ასე მძიმედ დაზიანებები პირველად მიაყენა.

12 წელი ერთად ვცხოვრობდით, წელიწადზე მეტია, რაც დავშორდით. მეუღლე შეურაცხყოფას მე და ჩემს შვილს ხშირად გავყენებდა, ქუჩაშიც გვაგდებდა, ფიზიკურად ძალადობდა. სამართალდამცავების მხრიდან შემაკავებელი ორდერიც იყო, სასამართლო პროცესიც გაიმართა, თუმცა გირაოთი გაათავისუფლეს. დღემდე მემუქრება ქუჩაში შეურაცხოფას მაყენებს. მინდა, რომ ჩემი შვილები მშვიდად ავღზარდო, მხოლოდ ამას ვითხოვ მე. ამ დროისათვის დედაჩემთან ვცხოვრობ. ორი დღეა გაათავისუფლეს, ვფიქრობ, რომ საფრთხე ისევ მემუქრება. მუშაობას მიკრძალავს, რომ არ ვიმუშავო ჩემ შვილებს ვინ მიხედავს?“ – აცხადებს ნაცემი ბავშვების დედა.

ნაცემი მოზარდის მამა შვილის ცემის ფაქტს უარყოფს. „ ბავშვს სკოლის და მეცადინეობის ფულს ვუხდი, თუმცა დედას სკოლაში არ დაჰყავს. უჭკვიანესი ბავშვია და 12 დღე არ იყო სკოლაში, მისმა მასწავლებელმა მითხრა, რომ გარიცხვის კანდიდატია და მოდით და წაიყვანეთო, ეგ იყო და ეგ… მეტი არაფერი. ბავშვი არ გამილახია” – აცხადებს იგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოძალადე მამაკაცი დაკავებული იყო და სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. მათივე ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით ისევ გრძელდება, რაც ოჯახური ძალადობას გულისხმობს.

 

წყარო: info9.ge

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2016 15:30