33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

“ბავშვს ხელი მამამისმა დაუჭირა, შვილმა კი დაჭრა”- ვაშლიჯვარში დაჭრილი მოზარდის დედა

თბილისში, ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 15 წლის მოზარდის დედა „ტვ პირველთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დანაშაულში 26 წლის თავდამსხმელთან ერთად მისი მამაც მონაწილეობდა.

მისი თქმით, კონფლიქტი ენობრივი ნიშნით დაიწყო, რის შემდეგაც მამა-შვილმა მოზარდზე იძალადა:

„მერე თქვა, რომ რატომ ლაპარაკობ აზერულ ენაზეო, იჩხუბა. მერე ჩემი ბიჭის ხელი დაიკავა, მამამისმა დაიკავა ხელი, მაგის ბიჭი 26 წლის არის და [დანა] ჩაარტყა“, — აცხადებს დაჭრილის დედა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი 26 წლის მეზობლის გაღიზიანებამ გამოიწვია, რომელსაც ეზოში ბავშვების თამაშმა და ხმაურმა შეუშალა ხელი. მოზარდის დედის თქმით, თავდამსხმელი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

15 წლის მოზარდს დანით მრავლობითი ჭრილობა (ჯამში 5 ჭრილობა) აქვს მიყენებული.

26 წლის მამაკაცმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი — დანა უკვე ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდასხმა ზაპოროჟიეზე: დაღუპულია ერთი, დაშავებულია სამი ადამიანი
შემდეგი სტატია“მეხის დაცემაა”- მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩიმაკაძის დაწინაურებაზე