ბავშვის უფლებების კუთხით მთავარი გამოწვევები ბავშვთა სიღარიბე და ძალადობაა – სერგეენკო

ბავშვის უფლებების კუთხით მთავარი გამოწვევები ბავშვთა სიღარიბე და ძალადობაა,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა, ბავშვის უფლებების საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე დავით სერგეენკომ პარლამენტში, ჟურნალისტებთან ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემებზე რეაგირების კუთხით მთავარი უწყებების კოორდინაციაა.

„საქართველოს პარლამენტმა სამი წლის წინ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი კანონი – ბავშვის უფლებათა კოდექსი. ბავშვთა უფლებებში მეორე რიგის პრიორიტეტები არ არსებობს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, მთავარი გამოწვევები არის ბავშვთა სიღარიბე, ძალადობა და ოჯახის განმტკიცება, სადაც ბავშვი იზრდება. ამ მხრივ, სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია არის გადამწყვეტი.

არსებული სოციალური დახმარების სისტემას აქვს ორი პრობლემა, ერთი ის, რომ ცოტაა და მეორე ის, რომ იყო გარკვეული დემოტივატორი დასაქმების. დამატებით ნაბიჯები იყო საჭირო, 2018 წლამდე ეს იყო პლუს 10 ლარი ერთ ბავშვზე, 2018 წელს გახდა პლუს 50 ლარი, 2020 წელს თუ არ ვცდები ეს გახდა 100, ხოლო ახლა, პრემიერის გადაწყვეტილებით ეს გახდა 150 ლარი. ყველა ექსპერტის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ბავშვთა სიღარიბე შემცირდეს,”-განაცხადა სერგეენკომ.

წინა სტატიაშიEPP-ს მაღალი ტრიბუნიდან დასცინეს მოკლულ გირგვლიანსა და მის ოჯახს – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაზახაროვა გაგლოევის მიერ ე.წ. რეფერენდუმის შეჩერებაზე: ჯანსაღი გადაწყვეტილებაა