„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში საკონსულტაციო და საინფორმაციო ცხელი ხაზი შეიქმნება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 10, 2020 12:34

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში საკონსულტაციო და საინფორმაციო ცხელი ხაზი შეიქმნება

სოფო კილაძე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და განთლებისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე უწყებების წარმომადგენლებმა, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დანერგვა, განხორციელების ფარგლებში შესათანხმებელი საკითხები განიხილეს.

სამუშაო ჯგუფი უკვე შეთანხმდა, რომ აუცილებელია საკონსულტაციო და საინფორმაციო სპეციალური ცხელი ხაზის შემუშავება, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება პრობლემების იდენტიფიცირებაში, ხოლო ბავშვებს და ოჯახებს შესაბამის უწყებებთან სწრაფ კომუნიკაციაში. ასევე გადაწყდა, რომ შეიქმნება ერთიანი ონლაინ პროგრამა, რომლის დახმარებით ბავშვების პრობლემის მოგვარების მიზნით, ყველა სახელმწიფო უწყება ერთდროულად ჩაერთვება და ინფორმაციაზე თანაბარი და დროული წვდომა ექნება.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ინპლემენტაციის ფარგლებში, უკვე დაწყებულია ბავშვზე მორგებული და ოჯახზე ორიენტირებული სხვადასხვა პროგრამების შემუშავების პროცესი. მათგან ნაწილს სამინისტროები, ხოლო ნაწილს ადგილობრივი თვითმმართველობები განახორციელებენ.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, კანონის სრულად ამოქმედებამდე ჩართულია და საპარლამენტო ზედამხედველობას უწევს იმპლემენტაციის პროცესს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 10, 2020 12:34