ბავშვის სავარაუდო გატაცება ბათუმში

ბავშვის სავარაუდო გატაცება ბათუმში – დედა „მთავართან“ საუბარში ყვება , რომ 5 თვის ჩვილი მეუღლემ გაიტაცა და სავარაუდოდ, საქართველო უკვე დატოვა. როგორც ბელარუსის მოქალაქე იხსენებს, ქმარმა, რომელიც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, შვილი 24 ოქტომბერს წაიყვანა და მას შემდეგ აღარ უნახავს. ქალს ეჭვი აქვს, რომ ახალშობილის გატაცება ქორწინებამდე ჰქონდათ დაგეგმილი, პროცესებში კი მეუღლის მშობლებიც იყვნენ ჩართულები. დედის ვარაუდით, ბავშვს ჩინეთში ჩაიყვანენ და თანხის სანაცვლოდ სხვას გადასცემენ. ახალგაზრდა ქალი დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს, მას საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა სურს. დაზარალებულმა პოლიციას უკვე მიმართა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ საზღვარი ქმარმა და მეუღლის მშობლებმა ნამდვილად დატოვეს, თუმცა იყო თუ არა მათთან ერთად ბავშვი, დედა ამ საკითხზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ საუბრობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლობამდე მიყვანას გულისმობს. სხვა დეტალებზე სამართალდამცველები არ საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა გადაწყვიტა, რომ ვიღაც ერთ ადამიანს მიგვაბაროს და ამ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, ეს არის შეურაცხმყოფელი, არანორმალური მდგომარეობა
შემდეგი სტატიაქედაში, მეწყრის გამო, შესაძლოა 2 ოჯახის გასახლება გახდეს საჭირო