“ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების ზრდის ტენდენციაა”- NCDC მშობლებს აცრისკენ მოუწოდებს

ზოგადად, ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს, ამიტომაც მოვუწოდებთ მშობლებს, ყველა ავიცრათ, რათა ბავშვებს ინფექცია არ გადავდოთ. ზრდის ტენდენცია არის და ეს ეტყობა ჰოსპიტალური დატვირთვის მაჩვენებლებს, მაგრამ ის, რომ ყველა „დელტა“ შტამია, ნამდვილად არაა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტი არ შეინიშნება.

„ზოგიერთ ქვეყანაში უკვე იყენებენ „ფაიზერს“ 12-დან 15 წლის ასაკში, ეს არის: შტატები, კანადა, იტალია, ბრიტანეთი, მაგრამ ჯერჯერობით, ისინი მცირე რაოდენობით არიან. ამ საკითხს განიხილავს ევროპის წამლის სააგენტო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. თუ იქნება ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საქართველო შეუერთდება. ამ ეტაპზე, ივლისსა და აგვისტოში, ეს არ იქნება.

ქვეყანაში საწოლფონდები საკმარისია ჯერჯერობით, პრობლემა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ჩვენ 14 ათასამდე აქტიური შემთხვევა გვაქვს, საწოლფონდი საკმარისია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ კუბელების პროტესტს მხარს უჭერს
შემდეგი სტატიასამეგრელოში მასიური ვაქცინაცია მიმდინარეობს