“ბავშვების დაკითხვა არაფერს არ მოგვცემს” – ზაზა სარალიძეს შს სამინისტროში ელოდებიან

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გაგრძელდება. ზაზა სარალიძე, ჯერჯერობით, უწყებაში არ მისულა, რადგან ის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა.

ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოში ოფიციალური განაცხადი დატოვა, ის ითხოვს ხორავას საქმის უკვე მსჯავრდებული პირების დასაბუთებული განაჩენის მიღებას.

მისი თქმით, მნიშნველოვანია გაიგოს გაიზიარა თუ არა მოსამართლემ ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას ჩვენება ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენის მიღებისას.

მოკლული მოზარდის მამა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას მისი შვილის მკვლელობის საქმეზე.

რამდენიმე დღის წინ სარალიძემ გამომძიებლებს კონკრეტული ადამიანების ვინაობა დაუსახელა, ვინც მისი ინფორმაციით, მკვლელობაში მონაწილეობდა ან დამნაშავეებს ხელს აფარებდა.

ზაზა სარალიძის მთავარი მოთხოვნაა, სავარაუდო პასუხისმგებელი პირების გამოკითხვა მოხდეს.

მოკლული მოზარდის მამა მტკიცებულებების განადგურებაზე მიუთითებს.

„ჩემი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ ამ საქმის გამოძიება დაიწყოს ზემოდან და არა ისევ ქვემოდან, ხორავას ინციდენტის დღიდან. ბავშვების დაკითხვა არაფერს არ მოგვცემს ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენებები ყველას მიცემული აქვს. იგივე ჩვენებებს მისცემენ აბსოლუტურად, რა ჩვენებებიც სასამართლოში მისცეს. ახალი ჩვენება, რომ მისცენ პირდაპირ პასუხისგებაშია სულ ყველა მისაცემი და არ ვიცი, რამდენად გარისკავენ ეს ბავშვები, რომ აღიარონ დანაშაულებები, რაც დაფარეს, ვერ გეტყვით,“ – განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ შსს-ში წინა შეხვედრაზე გამომძიებლებს კონკრეტული ადამიანების ვინაობა დაუსახელა, ვინც მისი ინფორმაციით, მკვლელობაში მონაწილეობდა ან დამნაშავეებს ხელს აფარებდა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილიც და ჯანელიძეც ათი თავით ჯობია იმათ ვის დატოვებასაც ივანიშვილი აპირებს – რომან გოცირიძე